მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კართაგენა” 0 – 4 “ბარსა ბ”

“კართაგენა” 0 – 4 “ბარსა ბ”

 გუშინ ღამით “კართაგენამ” საკუთარ მოედანზე “ბარსა ბ” მიიღო და დიდი ანგარიშით (0–4) დამარცხდა.

 

ალბათ გემახსოვრებათ, რომ შარშან იგივე მატჩი “კართაგენას” გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 5–1. ახლა, კი კატალონიური კლუბის დუბლებმა სრული რევანში აიღეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. რბევა ფემენიამ დაიწყო, რომელმაც მანოლო გასპარისგან ჩინებული პასი მიიღო და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. შემდეგ, ამას მოჰყვა რაფინიას დუბლი, ხოლო 79 წუთზე, კი კუეკამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0–4.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, სწორედ ამას მოწმობს შეხვედრაში ნაჩვენები 2 წითელი ბარათი, რომლების “კართაგენას” მოთამაშეებმა მიიღეს. მოედნიდან ჯერ ჟოზემი (64), ხოლო შემდეგ მანოლო გასპარი (70) გააძევეს.

 

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას:

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=UGJ9st2xqaQ]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში