workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: “ვენგერი რომ არა, მე “ბარსელონაში” არ ვიქნებოდი”

ფაბრეგასი: “ვენგერი რომ არა, მე “ბარსელონაში” არ ვიქნებოდი”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფრანცესკ ფაბრეგასმა გააცხადა, რომ ვენგერის დახმარების გარეშე, ის თავს “ბარსელონაში”ვერ ამოჰყობდა.

“ვენგერი რომ არა, მე “ბარსელონას” ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი. ვინაიდან, სწორედ ის დაელაპარაკა ხელმძღვანელობას, რომელსაც ჩემი გაშვება არ სურთა, რომ მათ ფასი დაეკლოთ.”

“ახლა მე კიდევ ბევრი რამის სწავლა მომიწევს, ვინაიდან “ბარსელონა” კარგად აწყობილი მექანიზმია. გარდა ამისა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ჩავის, ინიესტასა და მესის აქვთ გარანტირებული და მე ჯერ-ჯერობით ვითამაშებ მხოლოდ მაშინ, როცა ამის აუცილებლობა იქნება.” – ფაბრეგასის სიტყვებს ციტირებს El Pais.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასის გაყიდვით “არსენალმა” 40 მილიონი ევრო მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward