workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტას დაპირება ჩავი ერნანდესს და ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრა

ჟოან ლაპორტას დაპირება ჩავი ერნანდესს და ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრა

დღეს “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი დღეა – ამ წუთებში ლა ჟონკერაში კატალონიელთა შტაბის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე საკითხი გადაწყდება.

Sport-ის ცნობით, შეხვედრაზე შემდეგი დეტალები განიხილება:

  • ეკონომიკური შეთანხმებები;
  • შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის;
  • ტრანსფერები – 8 ფეხბურთელის მოყვანა.

ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ გუნდს ხასიათი და ლიდერი აკლია. ამიტომ, ჟოან ლაპორტა ჩავის დაჰპირდა და უთხრა, რომ ახალ მოთამაშეებს აუცილებლად მოიყვანს. ერნანდესი პრეზიდენტს ენდობა.

შეხვედრა ჩვენი დროით 14:00 საათზე დაიწყო. ყველაფერი იმაზე მიუთუთებს, რომ “ბარსა” BLM-ᲘᲡ 49%-ის დაახლოებით 300 მილიონ ევროდ გაყიდვას დათანხმდება და ასევე CVC-სა და სხვა კონტრაქტებზე იმსჯელებს. აღნიშნული საკითხების მოგვარების შემდეგ კი გუნდს ტრანსფერების განხორციელება შეეძლება.

ჩავი კლუბის ფინანსურ პრობლემებს აცნობიერებს, მაგრამ ლაპორტას ენდობა. მწვრთნელმა ასევე კაპიტნებთან ისაუბრა და მათ ახალ როლზე შეატყობინა. ერნანდესი 4-5 ფეხბურთელს ითხოვს, რომლებიც სასტარტო შემადგენლობის წევრები იქნებიან.

კატალონიის რადიოსთან საუბრისას ლაპორტამ განაცხადა:

ამ შეხვედრისთვის ლა ჟონკერაში დაბრუნება დიდი პატივია. დღეს კლუბის მომავლისათვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს მოვაგვარებთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 31 მაი 2022, 18:29

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: Iniesta_8
    8 ფეხბურთელის მოყვანა ხომ იცით რომ შეუძლებელია, არამარტო ბარსასთვის, ყველა გუნდისთვის. წამსვლელების სია უფრო მაინტერესებს მე. როდის მოგვშორდებაინ წურბელები ერთი სული მაქვს.


    არცისე შეუძლებელია. თუ გაუშვებენ ფეხბურთელებს და ექნებათ დარეგისტრირების უფლება არარის შეუძლებელი. ქრისტენსენი და კესი უფასოდ მოდიან თან. ალემანი კიდე ისეთი კაცია ალონსოს ან აზპილიკუეტას კონტრაქტს გააწყვეტინებს ჩელსისთან და მოვლენ უფასოდ smile


    საერთოდ არაა შეუძლებელი პიანიჩის ლენგლეს და უმტიტის გაშვებიტ იმხელა ადგილი ჩნდება ბიუჯეტში ჩვეულებრივად დაიტევს 5 კაცის ხელფასს. წმენდა იქნება გუნდში სერიოზული

  • nika 54
    schedule 31 მაი 2022, 16:41

    დაპირებები იცოცხლე, საქმე ლაპორტ საქმეეე…

  • Iniesta_8
    schedule 31 მაი 2022, 16:27

    8 ფეხბურთელის მოყვანა ხომ იცით რომ შეუძლებელია, არამარტო ბარსასთვის, ყველა გუნდისთვის. წამსვლელების სია უფრო მაინტერესებს მე. როდის მოგვშორდებაინ წურბელები ერთი სული მაქვს.

  • Andria
    schedule 31 მაი 2022, 15:23

    ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო არავინ გავყიდოთ. ეს სეზონი უნდა ვნახოთ ფრენკი ჩავისთან ერთად და შემდეგ ზაფხულს გავყიდოთ თუ კიდევ უღიმღამო სეზონი ჩაატარა ახლა ასე მოსროლა ძალიან ცუდი იქნება მგონია მოიხოდება მაგრად შემდეგი სეზონიდან ასევე ფერანზეც ასე ვფიქრობ

  • La Pulga10
    schedule 31 მაი 2022, 14:56

    ეგრე დაგვპირდა მესის დავტოვებო…ლაპორტ უნდა გამოასწორო შენი შეცდომები.კიდევ ერთხელ ჩაჯმის საშუალება აღარ გაქვს.