workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: ბარსელონას არჩევა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა

რონალდ არაუხო: ბარსელონას არჩევა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, რონალდ არაუხომ კატალონიის რადიოსთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ინგლისში თამაში სამომავლოდ? გულწრფელად რომ ვთქვა, არა. ჩემი მიზანი და განზრახვა, ღვთის ნებით, მთელი კარიერის “ბარსელონაში” გატარებაა.
მიყვარს ვიდეოების ყურება და საკუთარი თამაშის გაანალიზება. როდესაც ჩავი მოვიდა, მას ინდივიდუალური ვიდეოების გაკეთების საკუთარი იდეოლოგია ჰქონდა და როდესაც ის რაღაცებს გაჩვენებს, ყველაფერი უფრო მკაფიო ხდება.
მე მჯერა, რომ ამ გუნდს ტიტულების მოგება შეუძლია. საკუთარ თავებს უნდა ვენდოთ. ეს იანვარსა და თებერვალში უკვე ვაჩვენეთ და ისევ იმავე დონეზე უნდა ვითამაშოთ.

დემბელემ იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის დარჩება. უსმანი განსაკუთრებული პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის იღიმის. მას ბევრის მოცემა შეუძლია.

ავსტრალიისკენ 23 საათი ვიფრინეთ, მაგრამ აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.
ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალი? თამაშს ვუყურე და სიმართლე ისაა, რომ გაკვირვებული ვიყავი. ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს, მაგრამ პირველმა გოლმა გაგვაოცა. მინდა, გოგონებს მივულოცო, რადგან მათ დიდებული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ ის, რაც ფინალში მოხდა, სამწუხარო იყო.
ბედნიერი ვარ, რომ ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. იმედი მაქვს, კარგ ტურნირს ჩავატარებთ.
მბაპე და ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელები არიან. მცველებს ყოველთვის ურჩევნიათ, რომ მაღალი დონის მოთამაშეებს შეხვდნენ, ვიდრე საშუალო დონის. მაგრამ ორივე დიდებული მოთამაშეა. 
მბაპემ “რეალზე” უარი თქვა? ჩვენ ის უნდა ვიყოთ, ვინც ვართ. ჩვენ “ბარსა” ვართ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თამაშობს “რეალში”. მათ უნდა შევხვდეთ და დავამარცხოთ. 
“ბარსელონასთვის” ცენტრალურ მცველად თამაში განსხვავებული გრძნობაა. “ბარსას” ფილოსოფია განსაკუთრებულია.
რამონ პლანესი ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა. როდესაც ევროპაში ჩამოვედი, მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში დავრჩი და არ ვიცოდი, რომელ გუნდში გადავიდოდი. როდესაც “ბარსამ” შეთავაზება გამიკეთა, ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სარეზერვო გუნდში უნდა მეთამაშა.
“ბარსელონას” არჩევა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2022, 17:27
    #5

    დღეს გაუტანჯიათ ავსტრალიელებს, სამწუხაროდ ვერ ვუყურე.

  • NeymardaSilva
    schedule 25 მაი 2022, 10:49
    #4

    გენაცვალე მე შენ! გუნდის მომავალო კაპიტანო!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 მაი 2022, 00:03
    #3

    ძაან მაგარი ვინმე გამოდგა არაუხო, არადა სარეზერვო გუნდისთვის როცა მოგვყავდა მაშინ სად თამაშობდა არც ვიცი, სადღაც დასალიერიდან მოვიყვანეთ და ასეთი დადგა საბოლოოდ, სწორედ ეგრე უნდა ეძებონ ტალანტები, საბოლოოდ ეგეთი ხალხი აფასებს ყველაზე მეტად გუნდს და იმედებს ამართლებენ, არაუხოს გუნდიც ძაან უყვარს და კაპიტნის თვისებები აქვს, რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს გუნდი ეს სულ სტაბილურად კარგია მოედანზე, მაგარი ჟილკით თამაშობს და ნეტა ეგეთები ბევრი გვყავდეს კიდევ

  • La Pulga10
    schedule 25 მაი 2022, 00:01
    #2

    აი ამ ნადირივით,რომ უყვარდეს ყველას კლუბი ავშენდებოდით,მაგრამ არიან დემბელს მსგავსი შლანგები.

  • Ansu Fati 22
    schedule 24 მაი 2022, 23:42
    #1

    როგორ მევასება არაუხო რაა, მომავალი კაპიტანი უნდა გახდეს ეს 💙❤️