ფატი დაბრუნდა – ესპანეთის ნაკრებში 6 ბარსელონელი მოხვდა

ფატი დაბრუნდა – ესპანეთის ნაკრებში 6 ბარსელონელი მოხვდა

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ის “ფურია როხას” ივნისის თამაშებისთვის გამოიყენებს.

ესპანელთა განაცხადში “ბარსელონადან” 6 ფეხბურთელი მოხვდა. მათ შორისაა ანსუ ფატიც, რომელსაც ტრავმის გამო ეროვნულ გუნდში 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

თავისი ყოფილი გუნდიდან ლუჩომ ფატის გარდა ერიკ გარსიას, ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსს, ფერან ტორესსა და გავის უხმო. აღსანიშნავია, რომ სხვა არცერთი კლუბიდან ორზე მეტი ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებული არაა.

ესპანელთა განაცხადი:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), დავიდ რაია (ბრენტფორდი);

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), დანი კარვახალი (რეალი), ერიკ გარსია (ბარსელონა), პაუ ტორესი (ვილიარეალი), აიმერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), მარკოს ალონსო (ჩელსი);

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული), გავი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (ვალენსია), კოკე (ატლეტიკო), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო);

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (იუვენტუსი), რაულ დე ტომასი (ესპანიოლი), პაბლო სარაბია (სპორტინგი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ანსუ ფატი (ბარსელონა), მარკო ასენსიო (რეალი).

ესპანელებს წინ 4 თამაში ელით, ყველა ერთა ლიგაზე:

  • 02.06, ესპანეთი-პორტუგალია
  • 05.06, ჩეხეთი-ესპანეთი
  • 09.06, შვეიცარია-ესპანეთი
  • 12.06, ესპანეთი-ჩეხეთი

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • პავლოვიჩი56
    23 მაი 2022, 20:33

    დაღუპავენ ფატის…რისი ნაკრები-რაის თამაშები,ბიჭს ინდივიდუალური ვარჯიში-მკურნალობა სჭირდება. იმედია ვცდები.

  • nika 54
    23 მაი 2022, 17:59

    მოკლედ ბარსაში ვერ ასწრებენ ტრავმირებულები დაბრუნებას და იქვე ენრიკე ელოდება რო ნაკრებისკენ გარეკოს.

  • rivaldo80
    23 მაი 2022, 16:58

    კარგია მთავარია შეიკრას ბირთვი ნაკრებში და ბარსაში ეგ ჩვენც გვაწყობს და ნაკრებსაც

  • La Pulga10
    23 მაი 2022, 15:56

    დაანებეთ ამ ბიჭს თავი,ბოლო წუთებზე შეიყვანოს მხოლოდ.

    ციტატა: XAVI 6-8
    პედრიზე რა ისმის პრესეზონზე იქნება გუნდთან?


    კი კაცო,არაა ძაან სერიოზული ტრამვა.უკვე ვარჯიში დაიწყო პერსონალური.პრესეზონზე ჯანზე გვეყოლება.

  • ROUCH
    23 მაი 2022, 15:46

    ბარსაში არ ვათამაშებთ ვფრთხილობთ და ეხლა ენრიკე შეიყოფს და 90 წუთებს ათამაშებს მე არ ვიცი

  • NEYBarca
    23 მაი 2022, 15:06

    ეხლახან დაიწერა ლაპორტამ ეშმაკს სული მიჰყიდაო და მაგით 900 მილიონი იშოვაო 😂

  • RiquiPuig
    23 მაი 2022, 15:01

    დაასვენე შე კაი კაცო გუშინ ითამაშა მეორედ ბიჭმა

  • XAVI 6-8
    23 მაი 2022, 14:21

    პედრიზე რა ისმის პრესეზონზე იქნება გუნდთან?

  • Tyler Durden
    23 მაი 2022, 14:20

    მშვენიერია, იმედია კიდევ უფრო გაიზრდება ესპანეთის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელების რაოდენობა ჩვენთან.

  • .Gladiator.
    23 მაი 2022, 14:20

    ამას სანამ კიდე რამე არ მოუვა არ მოეშვება ენრიკე