იტალიური “მილანის გოლკიპერმა კრისტიან აბიატიმ განაცხადა, რომ მის გუნდს შესწევს ძალა კარგი კონკურენცია გაუწიოს “ბარსელონას”.
“ყველა “ბარსელონას” სათამაშო სტილზე საუბრობს, მაგრამ 2000 წელს ჩვენზეც ასე საუბრობდნენ. 2003 წელს მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ შეცდომა, 2005 წლის ფინალი და მერე ისევ ჩემპიონობა.”
“ვფიქრობ ჩემს გუნდს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს “ბარსელონას”. წინა წელს შევძელით მოგვეგო სერია ა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან 1 გოლი გამო გამოვვარდით. ჩვენზე უკეთესი გუნდი დღეს მხოლოდ “ბარსელონა” და “რეალია”. ჩვენი კონკურენტები კი არიან “ინტერი”, “იუვენტუსი” და “ნაპოლი” ” . – დაასრულა კრისტიანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯუგფური ეტაპის მატჩის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კატალონიური “ბარსელონა” და იტალიური “მილანი”.



