COPE-ის ჟურნალისტის, ელენა კონდისის თქმით, “ბარსელონა” საზაფხულო ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიწყობს.
წყაროს ცნობით, აშშ-ში “ბარსა” 4 მატჩს, 4 სხვადასხვა ქალაქში გამართავს:
📍 ლას ვევასი | ბარსელონა-რეალი
📍 ლოს ანჯელესი | ბარსელონა-იუვენტუსი
📍 მაიამი | ბარსელონა-ინტერ მაიამი
📍 ნიუ იორკი | ბარსელონა-ნიუ იორკ რედ ბულზი
ელენა კონდისის ინფორმაციის თანახმად, პრესეზონის ამერიკაში ჩატარებით “ლურჯ-ბროწეულისფერები” დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებენ.
ტურნე 19 ივლისიდან 30 ივლისამდე გაიმართება. მანამდე კი, 25 მაისს, “ბარსელონა” ავსტრალიის A ლიგის ვარსკვლავებს დაუპირისპირდება.
Barca Barca Barca,
შესაძლოა მანდაც )))
10 მილიონი 4 თამაშში და ამხელა გზა, კამპ ნოუ რო გაავსონ ერთ თამაშში აიღებენ ამდენს. მაგრამ არ შეირჩინეს გულშემატკივარი.
იმედია ვიხილავ ამათ თამაშს ნიუ იორკში
იმედია ნიუიორკში გიხილავთ 🤟