ბარსელონას მერი ადა კოლაუ იმ გეგმებზე საუბრობს, რომლებიც მის ქალაქს ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის აქვს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის საყურებლად გიგანტურ ეკრანს დავამონტაჟებთ, სავარაუდოდ ქალაქის ცენტრში.
გარდა ამისა, მოგების შემთხვევაში ქალაქში მსვლელობა მოეწყობა. “ბარსას” ქალთა გუნდმა ეს დაიმსახურა.
– განაცხადა ადა კოლაუმ RAC1-თან სტუმრობის დროს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 21 მაისს გაიმართება, “ბარსელონა” ქალთა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბს, ფრანგულ “ლიონს” დაუპირისპირდება.



რა მოხდა გუშინ სევილიაში ჩატარდა უეფა ლიგის ფინალი, მაგრამ არავის უკითხავს სევილიაზე არაფერი.
თავიდან მეგონა კაცების ფინალზე საუბრობდა და რამ გადარიათქო გავიფიქრე.
ძაან მიხარია ქალთა ფეხბურთის წინ წამოწევაში ბარსელონა ამხელა როლს რომ თამაშობს, კლუბთან ერთად ქალაქიც რომ უერთდება ეს კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს. Visca barca visca Catalonia ✊🔴🔵
სანამ "ქალთა გუნდს" წავიკითხავდი, იქამდე თავში იმდენი ბოროტი აზრი და ბილწი სიტყვა მომივიდა, რო სტატიის ბოლოს აშკარად შემრცხვა 😀