workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი ჟურნალისტის მხრიდან რასიზმის მსხვერპლი გახდა

ანსუ ფატი ჟურნალისტის მხრიდან რასიზმის მსხვერპლი გახდა

შავკანიანი ფეხბურთელები რასიზმის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან და ისეთი პირი უჩანს, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება.

ბოლო დროს რასიზმის შემთხვევა არ ყოფილა, რისი მიზეზიც მარტივია – გულშემატკივრების სტადიონზე დაშვება შეზღდული ან აკრძალულია. თუმცა, “ბარსელონასა” და “ფერენცვაროშის” მატჩის შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რაც თანამედროვე სამყაროსთვის უცხოა – რასიზმის აშკარა ფორმებს თამაშის მიმომხილველმა ჟურნალისტმა მიმართა.

ABC Espana-ს ჟურნალისტმა სალვადორ სოსტრესმა “ბარსელონას” 17 წლის ვარსკვლავი ანსუ ფატი გაზელსა და პატარა შავ მანტეროს შეადარა. გაზელი ანტილოპას ოჯახის წარმომადგენელი ცხოველია, მანტეროს კი ესპანეთში ყალბი პროდუქციით ქუჩაში მოვაჭრე ადამიანს უწოდებენ.

სოსტრესი წერს: “ანსუს სირბილი გაზელს გაგონებს, ან ძალიან ახალგაზრდა შავ მანტეროს, რომელიც პასეო დე გრასიას ქუჩებში დარბის იმ დროს, როდესაც ვინმე ყვირის “წყალი, წყალი!”. ამ სიტყვების მანტეროები ერთმანეთს პოლიციის გამოჩენას ამცნობენ. ახლა მსგავსი რამ აღარ ხდება, რადგან ბარსელონას მერი ადა კოლაუ, პოლიციასთან ერთად, თავადაა კრიმინალი და არა მანტეროები, რომლებსაც სირბილი აღარ უწევთ. ისიც სიმართლეა, რომ ტურისტების გარეშე მანტეროების ბიზნესი ძალიან დაზარალდა.”

ეს სტატია Twitter-ის საშუალებით დაგმო ანტუან გრიზმანმა, Cadena SER კი იტყობინება, რომ დღეს “ბარსელონა” სალვადორ სოსტრესს უჩივლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • DyBaLa21
    schedule 23 ოქტ 2020, 16:48

    Messi and barca 😘😘,
    ratoa rasistuli? ნუ ეგ ცსლკე საკითხია, მე იმან გამაკვირვა რომ დაწერე, რა მნიშნელობა აქვს ტყუილია თუ არაო, ანუ სიმართლე თუა რამე, არ უნდა ვისაუბრო?

    alen halilovic,
    ბიჭო, გეთანხმები, იმენა ხმა ვეღარ ამოუღია ადამიანს, ტიპებს იმის გამო კვეთავენ სპორტიდან რომ რაღაც სამკლაური არ გაიკეთეს და ამან კიდე მეტაფორა ტქვა. რაშიც იგულისხმა რომ მოხერხებულია ფატი და გაურბოდა მცველებს, როგორც ისინი პოლიციელებს.

  • alen halilovic
    schedule 22 ოქტ 2020, 22:20

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: DyBaLa21
    ტყუილი თქვა რამე?

    ტყუილი თქვა რამე?


    ეგეთი აზროვნება აღარ დამთავრდა ამ საიტის ადმინისტრაციის ადგიკას რომ ვიყო აქვინც რამე რასისტულს დაწერს ეგრევე ბანს დავადებდი 😑😑😑


    რასისტული აქ რა არის ვინმე დამანახებთ? რასიზმი არ არის კანის ფერის მიხედვით გამორჩევა, რასიზმი არის კანის ფერის გამო შეურაცხყოფა. აქ შეურაცხყოფა (ფატის მიმართ) ვერ დავინახე და თუ კონტექსტი არ მესმის იქნებ ვინმემ, ვინც იქაური თავისებურებები იცის, ნათლად აგვიხსნას რა მოხდა? "შავის" ხსენება რასისტულია და მორჩა – ეს აზროვნება როდის დაიწყო და როდის დამთავრდება?

  • Andres_Iniesta
    schedule 22 ოქტ 2020, 18:24

    ციტატა: DyBaLa21
    ტყუილი თქვა რამე?

    ტყუილი თქვა რამე?


    :))))))

    ვააჰ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 22 ოქტ 2020, 14:57

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: DyBaLa21
    ტყუილი თქვა რამე?

    ტყუილი თქვა რამე?


    ეგეთი აზროვნება აღარ დამთავრდა ამ საიტის ადმინისტრაციის ადგიკას რომ ვიყო აქვინც რამე რასისტულს დაწერს ეგრევე ბანს დავადებდი 😑😑😑


    გაიხარე, მეც.. სამუდამოს…

  • Don_Andresito
    schedule 22 ოქტ 2020, 13:02

    ციტატა: MESSI 2017
    ეგეთი აზროვნება აღარ დამთავრდა ამ საიტის ადმინისტრაციის ადგიკას რომ ვიყო აქვინც რამე რასისტულს დაწერს ეგრევე ბანს დავადებდი 😑😑😑


    ტიპი ისეთ ხალხს არ ადებს ბანს ვინც იგიენბა და ილანძღება, საკუთარ დედებს აგინებენ აქ მაგინრები მარა მაინც.

  • პატარა პრინცი
    schedule 22 ოქტ 2020, 13:01

    საცოდავია ეს ჟურნალალისტი და ყველა, ვისაც რაიმე ნიშნის გამო ადამიანი ეზიზღება😔

  • carles puyol 5
    schedule 22 ოქტ 2020, 13:00

    შე ღლეო რასაც ფატი მიაღწევს შენ იმას ვერ მიაღწევ შენი მთელი ცხოვრების განმავლობაში

  • gio 001
    schedule 22 ოქტ 2020, 12:56

    ყველა რასისტის დედა……ცით მთელმა მსოფლიომ ბარსამანიას სასტავის თამადობით….ადამიანის კანის ფერით რომ არჩევ მანდ მთავრდება შეგნ3ბაზე საუბარი

  • sandro89
    schedule 22 ოქტ 2020, 12:16

    ყველა ვინც ადამიანს კანის ფერის გულისთვისე ამცირებს ბოროტია

  • Andres_Iniesta
    schedule 22 ოქტ 2020, 12:13

    სამწუხაროა 21 საუკუნეში რასიზმის პრობლემა რო გვაქ

  • Messi and barca 😘😘
    schedule 22 ოქტ 2020, 11:57

    ციტატა: DyBaLa21
    ტყუილი თქვა რამე?

    ტყუილი თქვა რამე?


    რა მნიშვნელობა აქ რა თქვა? რასისტულია და მორჩა. აღარაა რასიზმის დრო ისევე როგორც ძაან ბევრი რამის!!

  • DyBaLa21
    schedule 22 ოქტ 2020, 11:38

    ტყუილი თქვა რამე?

    ტყუილი თქვა რამე?

  • duggu
    schedule 22 ოქტ 2020, 10:50

    შენ ჯიშს შე….ცა ყველა ფერადკანიანმა შე რასისტო