მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატა: “ესპანეთის ნაკრებში კლუბები მთავარ როლს არ თამაშობენ”

მატა: “ესპანეთის ნაკრებში კლუბები მთავარ როლს არ თამაშობენ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ხუან მატამ, განაცხადა, რომ არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობა ეროვნულ ნაკრებში “კლასიკოში” მომხდარი ინციდენტის გამო. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

მატას თქმით, ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ერთსულოვანია და ყველა საკითხი ერთად წყდება გუნდში: “როდესაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში ვიკრიბებით, მაშინ უკვე კლუბების გავლენა მეორეხარისხოვანია. ჩვენ, ესპანელები, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნის ღირსებისთვის და ყველას ერთი მიზანი გვაქვს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ესპანეთი ეროვნული ნაკრები იმ შესანიშნავი ატმოსფეროს გამო გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც გასახდელში სუფევდა. მწვრთნელმა იცის, რომ თითოეულ თამაშში თავს დავდებთ გუნდისთვის”. დაასრულა ხუან მატამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში