workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: ბარსელონაში დარჩენა დიდი სიამოვნებაა

რონალდ არაუხო: ბარსელონაში დარჩენა დიდი სიამოვნებაა

“ბარსელონამ” რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით ურუგვაელმა BarcaTV-სთან კომენტარი გააკეთა:

ჩემთვის, აქ კიდევ ბევრი წლით დარჩენა დიდი სიამოვნებაა. აქ თამაში მიყვარს და მადლობა ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, კლუბსა და კოლეგებს, რადგან მათი წყალობით, ყველაფერი დიდებულად მიდის.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “კამპ ნოუზე” გულშემატკივრები “ურუგვაიოს” მეძახდნენ, ეს რაღაც განსაკუთრებულია. მახსოვს, ფანები ამას ლუის სუარესს ეძახდნენ, რითაც შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, ახლა კი იგივეს მე მეძახიან.

ვიმედოვნებ, ბევრ ტიტულს მოვიგებთ და ქომაგებს გავაბედნიერებთ.

გუნდში მოსვლის შემდეგ, ჩემი პიროვნულობა არ შეცვლილა. თანაგუნდელებმა იციან, რომ შეუძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში მენდონ.

არაუხო კონტრაქტს ხელს პარასკევს მოაწერს, რის შემდეგაც ის და ჟოან ლაპორტა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    schedule 28 აპრ 2022, 01:21

    იმედია დიადი მცველების სიას ესეც შეემატება. ყველაფერი აქვს ამისთვის

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 აპრ 2022, 18:54

    სულით და გულით კატალონიელი♥️♥️

  • shu1987
    schedule 27 აპრ 2022, 16:33

    გულით კულეა და მთელი გულით თამაშობს, ერთადერთია მგონი ვინც ბოლომდე იბრძვის. ეს აუცილებლად საკაპიტნო კაცია.

  • ROUCH
    schedule 27 აპრ 2022, 15:46

    ციტატა: LBJ23 LM10
    ყველაფერი აქვს იმისთვის რო მომავალი კაპიტანი და ლეგენდა გახდეს


    კი ტრამვების ამბავშიც არ ჩამორჩება პუიოლს. კაი მოთამაშე კაი კაპიტანს რო არ ნიშნავს კიდე ყველაზე მეტად ბარსას ფანებმა უნდა ვიცოდეთ

  • LBJ23 LM10
    schedule 27 აპრ 2022, 15:24

    ყველაფერი აქვს იმისთვის რო მომავალი კაპიტანი და ლეგენდა გახდეს

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2022, 14:02

    ძალიან კარგი, ერთი პრობლემით ნაკლები გვრჩება, მაგრამ ვაი-რო ეს პრობლემები არ ილევა.