workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ტრანსფერი არ განუხორციელებია | ESPN

ბარსელონა ტრანსფერი არ განუხორციელებია | ESPN

დღეს El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონამ” ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არაა, თუმცა როგორც ჩანს, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

ბევრად უნდა სანდო წყარო, ESPN-ის ბარსელონელი ჟურნალისტი, მოი ლიორენსი იტყობინება, რომ კატალონიურ გრანდს არცერთი ფეხბურთელის ტრანსფერი არ შეუთანხმებია. მეტიც, კლუბს სახელფასო ხარჯების შემცირება მოუწევს, რათა ზაფხულში ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი დაარეგისტრიროს, რომელთანაც შეთანხმება მიღწეული აქვს.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” ზაფხულში 5-6 ტრანსფერს განახორციელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2022, 16:00

    კარგია გუშინ რო მიაწერეთ სანდო წყარო არააო. ამიტომ არც ველოდებოდი არაფერს.

  • Don_Andresito
    schedule 21 აპრ 2022, 22:40

    ციტატა: shu1987
    ისე მიდის საქმე ბართომეუს გადაუჯოკრავენ მზეობებში, ობამეიანგს 18-მილიონამდე გაეზრდება ხელფასი ხელშეკრულების თანახმადო და შიგ ხოარ აქვთ ??? თუ ყველა ვინც მოიყვანეს მსგავსი მზეობა კონტრაქტები გაუფორმეს კარგად ყოფილა საქმე.


    არ მგონია სიმართლე იყოს. ისე კი მოუმატებენ ხელფასს მარა ამდენით რა თქმა უნდა არა. დაჟე შეუძლიათ კონტრაქტიც კი გაუწყვიტონ და დარჩენილ დროში თუ ესე იარა ეგრეც მოუწევს. პროსტა უმტიტი ისევ შემოტენილი გვყავს, კოუ ჯერ კიდევ ჩვენია და ხელფასის ნაწილს ვუხდით. პიანიჩი გვიბრუნდება რომელსაც ყველაზე დიდი ხელფასი აქვს. დემბელე და რობერტოს წასვლა საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს სახელფასო ლიმიტს მარა უამრავი ზედმეტი მოთამაშეა გუნდში. დეპაი ლენგლე ბრაიტი მარტივი არ იქნება ამათი მოშორება. კარგი ისაა რო მსოფლიოა წინ და მაგის გამო წავა ბევრი რო ნაკრებს მიღმა არ დარჩეს. თორე ფეხს არ მოიცვლიდა არც დეპაი და არც ბრაიტი. ლენგლეს კიდე თეორიული შანსი აქვს დაუძახოს დეშამმა მეოთხე მცველად, როცა სტაბილურად თამაშობდა იძახებდნენ სკამისთვის. ამიტო წავიდეს სადმე სადაც ძირითადის კაცი იქნება

  • Fc Barca Batumi
    schedule 21 აპრ 2022, 21:18

    ძილის წინ კაიაო

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 აპრ 2022, 20:09

    ციტატა: shu1987
    ისე მიდის საქმე ბართომეუს გადაუჯოკრავენ მზეობებში, ობამეიანგს 18-მილიონამდე გაეზრდება ხელფასი ხელშეკრულების თანახმადო და შიგ ხოარ აქვთ ??? თუ ყველა ვინც მოიყვანეს მსგავსი მზეობა კონტრაქტები გაუფორმეს კარგად ყოფილა საქმე.


    ყვეკა წყაროს ნუ უჯერებთ, ერთეულები ამბობენ მარტო სიმართლეს

  • shu1987
    schedule 21 აპრ 2022, 19:34

    ისე მიდის საქმე ბართომეუს გადაუჯოკრავენ მზეობებში, ობამეიანგს 18-მილიონამდე გაეზრდება ხელფასი ხელშეკრულების თანახმადო და შიგ ხოარ აქვთ ??? თუ ყველა ვინც მოიყვანეს მსგავსი მზეობა კონტრაქტები გაუფორმეს კარგად ყოფილა საქმე.

  • Anri17
    schedule 21 აპრ 2022, 19:03

    კუკურელიაა მინდა ბარსაში )) ტრენტსაც უნდა ეჩალიჩონ და ფორვარდი აუცილებელია ჟოტააც კაია სკამისთვის მარა ჰალანდი თუ მოვიდა მაგ შემთცვევაში არგვინდა თუ არადა ნუნიენესი

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 აპრ 2022, 17:36

    მოკლედ ამ მედიამ ოღონდ რამე გაავრცელოს და სულ ჰკიდიათ მართალია თუ არა

  • La Pulga10
    schedule 21 აპრ 2022, 17:34

    აბა რას გვატყუებენ მე ამათი