AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, ანსუ ფატი 18 აპრილს, “კადისთან” შეხვედრაში არ დაბრუნდება.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 19 წლის ფეხბურთელს მოედანზე 24 აპრილს, “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვიხილავთ.
“ბარსელონას” სურს, ანსუს სარეაბილიტაციო პროცესთან დაკავშირებით ფრთხილად იყოს და მის სრულად გამოჯანმრთელებას დაელოდოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მწვრთნელები და ექიმები გეგმავენ, რომ ფატი 2 კვირაში უნდა დაბრუნდეს. ის “კადისთან” ნამდვილად არ ითამაშებს, მაგრამ, ანსუს მონაწილეობა “რაიოსთან” დაპირისპირებაშიც საეჭვოა. შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპა ლიგის ნახევარფინალში (თუ “ბლაუგრანამ” “აინტრახტს” სძლია), 28 აპრილს გასამართი პირველი შეხვედრისთვის მზად იყოს.
რაც შეეხება ჟერარ პიკეს – როგორც COPE იუწყება, დღევანდელ მატჩამდე, ჯერი და ჩავი ერთად გადაწყვეტენ, ის მოედანზე გასვლას შეძლებს თუ არა. ჟერარი გუნდთან ერთად სასტუმროში არ შეუნიშნავთ.
გუშინ პიკე ტკივილს კვლავ განიცდიდა და მის თამაშთან დაკავშირებით პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ფეხბურთელმა დრო ითხოვა.




არ იყო პიკე არ იყო დაცვა, რაღაცა აკლდათ.
ფატის ყველანაირად უნდა დაეხმარნონ, რომ აღარ მიიღოს ტრავმები თორემ აზრი აღარ ექნება მაგის გუნდში ყოლას
პიკემ არც უნდა გარისკს თუ საეჭვოა და არ შეუძლია უფრო გვაზარალებს , ანსუ კიდე რავთქვა ამ ბიჭზე უნიჭიერესი გამტანი შემტევი ყველაფერი აქვს და თავისი გადაწყვეტილებით რა გააკეთა რა.
ვაფშე ამ სეზონში თავი დაანებონ! ივარჯიშოს, კარგად მოიხოდოს, პრესეზონზე გაიხსნას და აი მომდევნო სეზონში კი ძირითადში ვიხილავთ: ორ ოქროს ბიჭუნას – (გავი-პედრი); და შავი ბრილიანტს – ანსუ ფატის.
დაუშვათ, ახალი ტრანსფერების გარეშე, დღევანდელი ბარსას ძირითადი:
შტეგო
დესტი-არაუხო-პიკე-ალბა (ალვეში-მინგესა-გარსია-ლენგლე)
პედრი-ბუსკეცი-გავი (ფრენკი-ნიკო-)
დემბელე-ობამეიანგი-ფატი (ადამა-ლუკი-ტორესი)
მაგარი სტრანი სიტუაციაა, რა ტრავმების მერე აღარ დაბრუნებულა ხალხი თან ზოგი ისეთ ასაკში.. ძანეტიმ 38 წლის ასაკში მოიშუშა უმძიმესი ტრავმა. ეს კიდე ჭირიანი ვინ გადავიკიდეთ
ახლა მაქსიმალურად შუშა ბანდივით უნდა გავუფრთხილდეთ ამ ბიჭს ამ სეზონში, მერე კი იმედია აღარ გაუგრძელდება ტრამვიანობა, პრუას და ჩავის იმედი მაქ, ძაან ნიჭიერია ანსუ და ცუდია რომ ასე იტანჯება