ბოლო დღეებში რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე საუბარი განსაკუთრებით გააქტიურდა.
ლოიკ ტანზის ინფორმაციით, პოლონელი თავდამსხმელი “ბაიერნით” იმედგაცრუებულია, ბუნდესლიგიდან წასვლა სურს და მაისში კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.
“ბარსა” რობერტით ინტერესდება, შეტევის გასაძლიერებლად პრიორიტეტულ ტრანსფერად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მის შეძენას ხელსაყრელ ფასად შეძლებს.
ტობი ალტშეფლის ცნობით, გერმანელები ლევანდოვსკის კონტრაქტის ამოწურვასა და 2023 წელს მის უფასოდ დაკარგვას არ აპირებენ – “რეკორდმაისტერის” იდეა ნათელია: ან ხელშეკრულების გახანგრძლივება, ან ფეხბურთელის მომავალ ზაფხულში გაყიდვა.
გუშინ, ლევანდოვსკი და “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგიდან “ვილიარეალმა” გამოადგო, რამაც, შესაძლოა, პოლონელის სურვილი კიდევ უფრო გააძლიეროს.




ტობი ალტშეფლის ცნობით, გერმანელები ლევანდოვსკის კონტრაქტის ამოწურვასა და 2023 წელს მის უფასოდ დაკარგვას არ აპირებენ – "რეკორდმაისტერის" იდეა ნათელია: ან ხელშეკრულების გახანგრძლივება, ან ფეხბურთელის მომავალ ზაფხულში გაყიდვა.
მომავალ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება, ამიტომ ამ ზაფხულსვე გაყიდიან.