ფრანკფურტის “აინტრახტთან” მატჩის წინ ერიკ გარსიამ და ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართეს
ერიკ გარსია
გუნდით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ ძალიან მოვუმატეთ. “ლევანტეს” წინააღმდეგ ჩვენი დონე დავამტკიცეთ, ხვალ კი მორიგი თამაში გველის. პირველი მატჩი რთული გამოდგა, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაშს მოუთმენლად ველით.
ჩავის მოსვლის შემდეგ ბევრი ცვლილება ვნახეთ. ახლა უფრო დინამიკურები ვართ და ვიცით, როგორ შევხვდეთ სხვადასხვა მეტოქეებს.
გუნდმა ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა უნდა ცადოს. ეს ერთ-ერთი რამაა, რაც ჩავის ხელში ვისწავლეთ. მან ბურთთან მოქმედებისა და თამაშის განაწილების კუთხით ბევრი რამ მასწავლა. პეპის შემთხვევაშიც ასე იყო. არა მხოლოდ მე, არამედ მისგან მთელი გუნდი ბევრს სწავლობს. ჩავისთან ერთად დიდი მომავალი გვაქვს.
ამ გუნდმა ყველა თამაში უნდა მოიგოს. სეზონის დასაწყისში იმ შედეგს ვერ ვაფიქსირებდით, რაც გვსურდა, მაგრამ ახლა რაღაცების გამოსწორებას ვცდილობთ.
ვფიქრობ, გუნდი ფიზიკურად გაუმჯობესდა. ევროპაში თამაში ნიშნავს, რომ ბურთი უნდა შეინარჩუნო და პრესინგზე კარგად იმუშაო.
პიკემ ჩვენთან ერთად ივარჯიშა. ჟერარი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ის მოედანზე ძალიან გვეხმარება.
ვხედავ თუ არა საკუთარ თავს მწვრთნელად? ვფიქრობ, ფეხბურთი მრავალი წლის განმავლობაში უნდა ვითამაშო.
არაუხო აჩვენებს თუ რამდენად კარგი, ძლიერი და სწრაფია. ვიმედოვნებ, ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ყოველთვის ვიბრძვი. ამის გაკეთებას გავაგრძელებ.
“აინტრახტთმა” პირველ შეხვედრაში საკუთარი თამაშით ძალიან გაგვაკვირვა, მაგრამ განმეორებითი მატჩი განსხვავებული იქნება. ჩვენ ფანების წინაშე ვითამაშებთ, ვიცით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ქომაგებს.
ჩვენ მხოლოდ ერთ მოთამაშეს არ უნდა დავეყრდნოთ, მნიშვნელოვანი გუნდურობაა.
ჩავი ერნანდესი
ვფიქრობ, ბურთის დაკარგვის კუთხით სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ, რაც ჩვენთვის უპირატესობაა, მაგრამ რაიმე გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გვქონდეს.
როდესაც ბურთი გვაქვს, უფრო პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ. პირველ შეხვედრაში მოედანმა ხელი არ შეგვიწყო, მაგრამ მოველი, რომ ხვალ მინდვრის საფარი უკეთესი იქნება. ჩვენ კარგად უნდა შევუტიოთ და თავი იმაზე უკეთ დავიცვათ, ვიდრე პირველ თამაშში ვიცავდით.
პიკეს თამაში მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. ჟერარი კონკურენტული ფეხბურთელია და მისი თამაშის საკითხს ხვალ შევაფასებთ.
ფატის არ დავაჩქარებთ. ყველაფერი მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მისი ვარჯიშის ხილვა ძალიან სასიამოვნოა. ის სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებასთან ახლოსაა.
გულშემატკივარი ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტია. გვინდა, რომ მათ ხვალ გუნდი გაამხნევონ.
ფატის დაბრუნების კონკრეტულ დროსა თუ თამაშს არ დავასახელებთ. ყველაფერი მის მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული.
სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა გვსურდა, ახლა კი ევროპა ლიგისთვის ბრძოლა გვსურს. საბოლოო ჯამში, ეს ევროპული ტურნირია და ჩვენ მისი მოგება გვსურს.
ევროპა ლიგის მოგება მნიშვნელოვანი იქნება. არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც.
ჩვენ “ბარსა” ვართ და მოგებასა და კარგად თამაშზე ზეწოლა ყოველთვის იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, წინა მატჩში რა მოხდა. ჩვენ სრულყოფილები უნდა ვიყოთ, ეს მსოფლიოში ყველაზე მომთხოვნი გუნდია.
დიდ გუნდებთან მოგების შესახებ მკითხეთ? ნახეთ, რა ქნა გუშინ “ვილიარეალმა? ჩვენ ისინი დავამარცხეთ, არა? ახლა “ვილიარეალი” იმ დიდ გუნდებს შორის უნდა შეიყვანოთ, რომლებსაც მოვუგეთ.
ევროპაში თამაშისას ფიზიკური სტრესი ყოველთვის არსებობს. ფიზიკური სტრესის გაძლება მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელებს მოტივაცია უნდა შევუნარჩუნოთ.
“ბარსელონას” ევროპა ლიგა ისტორიაში არასდროს მოუგია და ახლა ის ქომაგებისთვის უნდა მოვიგოთ.
ჭორები ლევანდოვსკისთან დაკავშირებით? არ ვფიქრობ, რომ ამაზე სასაუბროდ სწორი დროა. ჩვენ ხვალინდელ თამაშზე ვართ ფოკუსირებულნი და მომავალ ინტერესებზე აღარ ვისაუბრებთ.
“რეალს” კარგად არ უთამაშია და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა? ჩვენ, “ბარსელონაში”, ისტორიას ვუყურებთ. როდესაც კრუიფი მოვიდა, გარკვეული საფუძვლები ჩამოაყალიბა, როგორიცაა, მაგალითად, კარგად თამაში. “რეალის” რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის კარგად უნდა ვითამაშოთ.
მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ლუკ დე იონგი საკუთარი პროფესიონალიზმისა და შრომის გამო მისაბაძი მაგალითია. რაც ლუკი გუნდში მოვიდა, ის საკუთარი სტილში თამაშობს და გუნდში ძალიან მეხმარება.
არის თუ არა ფიზიკური პრობლემის ბრალი ის, რომ ნიკო ცოტას თამაშობს? ფიზიკური პრობლემა არ არსებობს, ნიკო კარგი ფეხბურთელია და მას ცუდი თამაშები არ აქვს. მისი მუშაობითა და კონკურენტუნარიანობით ბედნიერი ვარ. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ბევრი წუთი ითამაშა.
დესტი? მას თამაშის შანსი ნამდვილად აქვს. იგივე ითქმის მემფისის შემთხვევაშიც. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელებს ვუბრუნებთ.
ფაბიან ბლანკო? ის “ბარსა ბ-სთვის” დიდებული ფეხბურთელია, ის ძალიან კარგად თამაშობს და გოლები გააქვს. მის პერფორმანსს სეზონის ბოლოს შევაფასებთ, მაგრამ ის კარგად თამაშობს.




ეგაა თქვენი გუნდის ხიბლი და მაგიტომ ხეხავთ ეხლა ევროპა ლიგას😗😗😗 რაცგინდა 4:0 მოიგოთ გადამწყვეტ თამაშებში რეალი ყოველთვის წინაა და წინ იქნება ყველაფრით იმიტომ რომ სამეფო გუნდია😝😝😂😂😂 ასერომ ერთი ნაბიჯით უკან ხართ და იქნებით ყოველთვის ეს ფაქტია და ეს ჩანს წლებია უკვე🫡🫡🫡🫡😂
ჩემი შენი კარგია. მე ვთვლი რო ჩემი გუნდი თბილისის დინამოა ქუთაისელებისთვის ალბათ ქუთაისი. გარდა მაგისა ჩემია საქართველოს ნაკრებიც და ის მართლაც ყველასია.
ის რო ბარსას ვგულშემატკივრობთ ეს იმას არ ნიშნავს რო ის ჩვენია, უბრალოდ მათი თამაში უფრო მომწონს და ეს ჩემი საქმეა და არაფრით შენი.
გგონია ძნელია გაიგო მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი? რა თქმა უნდა ყველამ იცის რო ის მადრიდის რეალია და მადრიდელებისაა, აი შენი საიდან გახდა ვერ გავიგე. ყოველივე სიკეთეს გისურვებთ "თქვენს გუნდთან" ერთად, და აქ თუ შემოხვალთ და გვეტყვით მადრიდი ჩემიაო და უფრო კაი გუნდი მყავსო მაგარი სასაცილოა.
და კიდევ რეალი რო აგებს უცებ "ატლეტიკოდ" იქცევა ხოლმე. დღესაც ვერ მიპატიებია მაგ დამპლებისთვის რაც დათო ყიფიანს უქნეს.
ეგაა თქვენი გუნდის ხიბლი და მაგიტომ ხეხავთ ეხლა ევროპა ლიგას😗😗😗 რაცგინდა 4:0 მოიგოთ გადამწყვეტ თამაშებში რეალი ყოველთვის წინაა და წინ იქნება ყველაფრით იმიტომ რომ სამეფო გუნდია😝😝😂😂😂 ასერომ ერთი ნაბიჯით უკან ხართ და იქნებით ყოველთვის ეს ფაქტია და ეს ჩანს წლებია უკვე🫡🫡🫡🫡😂
ბარსას სტილი და ევროპა ლიგის ხეხვა ერთმანეთთან რა შუაშია შეგიძლია განმიმარტო? :დდდ ევროპა ლიგაზე რომ ვართ ზუსტად იმის ბრალია რო ქლიავმა კუმანმა გუნდს ისეთი ფეხბურთი ათამაშა რომელიც ნებისმიერ კულეს ყველაზე აუტანელ კოშმარში თუ დაესიზმრება. ეგ პროცესი ჯერ კიდევ ვალვერდემ დაიწყო, უბრალოდ ვალვერდეს დროს ჩვენს უსახურ თამაშს ლალიგის შედეგები ფარავდა, მერე სეტიენმა უარესები აკეთა და კუმანმა ხო ვაბშე მიწაში ჩაგვდო. ასე რომ, მეგობარო, ჩათვალე ეს ყველაზე უარესია რაც შეიძლება ბარსელონას დაემართოს, იბრუნებს გუნდი თავის სათამაშო სტილს და შედეგიც გამოიღო 20-ში ბერნაბეუზე. ბოლო წლებში რეალი ბარსას რასაც უშვებოდა იგივეა დაცემულ კაცს წიხლები რომ დაუშვა, და ამის მიუხედავადაც, ორბურთიანი სხვაობა იყო მაქსიმუმი რითაც მოგვიგეთ :დდდდდდ და შენი კომენტარიდან მოვიხმობ ფრაზას, "სამეფო კლუბიო"… სამეფო კლუბი საკუთარ მინდორზე, საკუთარი 80,000 გულშემატკივრის წინ "ევროპა ლიგის მხეხავ" (ისევ შენივე სიტყვებია), ჩამოწერილ ბარსელონასთან რომ 0-4 წააგებ, ეგ რანაირი სამეფო კლუბობა გამოდის, თავზე გადაგამტვრიათ 5 თვის მოსულმა ჩავიმ აი ის გვირგვინი, ლოგოს რომ გიმშვენებთ :დდდდდ
რეალს რა ტექნიკურად და სწორად ჩაურტყა. გუნდი რომელსაც საუკეთესოობაზე აქვს პრეტენზია, მეორე ნომრად თამაშობს, კონტრშეტევებზე, კაი რაა. მაგათთვის ლამაზი ფეხბურთი პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა, გამოანათებენ ხოლმე მარა არა სტაბილურად. ბარსა კიდე თუ იგებს ლამაზად იგებს. ეგ არი ერთ-ერთი განსხვავება ამ გუნდებს შორის.
ერიკმა ძაან მოუმატა ფაქტია, რეალიდან მოყოლებული დაცვაში ერთერთი საუკეთესოა. წინა ტურშიც ლევანტესთან მატჩის ერთერთი გამორჩეული ფიგურა იყო, აინტრახტანაც მთელ გუნდში ერთერთი საუკეთესო და წამყვანი ფიგურა. ხვალ კიდევ ერთი პერფომანსს ველი გარსიასგან
დაცვის ხაზი ასე უნდა იყოს: დესტი-არაუხო-გარსია-ალბა. პიკეზე თავიდან არ უნდა გაირისკოს და მერე შემოიყვანოს დესტის ნაცვლად (მანაც ახლახანს მოიშუშა ტრამვა თან არც ისე ცოტა გაუცდა და 90 წთ არც მისი თამაშია მიზანშეწონილი) და არაუხო გადაწიოს მარჯვენა კრაიზე
კიდევ ერთი თვისება აქვთ
ეგრეა, თან ექსკლუზიურად ბენზემას ცხვირწინ *ლევდებიან რო გოლის გატანის რაც შეიძლება დიდი შანსი ჰქონდეს ქარიმს ;დდდდ
ხვალ უნდა გააჯაზოთ!
გარსია მართლა მომატებული აქვს.რა თქმა უნდა,შეცდომებიც აქვს,მაგრამ იანვრამდე,რაც იყო იმასთან შედარებაც არ ღირს.ეხლა დასწრებაზეც უკეთ თამაშობს,პასიც გამოასწორა და პოზიცოასაც კარგად არჩევს,ასე განაგრძოს პროგრესი.
ერიკ შენ მასე გააგრძელე პროგრესი იდეალური იქნება, ჩავი კიდე გენიოსია. პირველ თამაშში ნამდვილად ჩანდა ბევრი ხარვეზი და მოედნის საფარი კიდე ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ყოველთვის ბარსასთვის კამპნოუზე გადაუვლიან აინტრახტს .
აქ სასტავს რა დონეზე არ უყვარს პეპი ან ფეხბურთის აზრზე არ არიან, სიტი არაა საჩემპიონო გუნდიობ🤣🤣 ლიგის ფინალი წააგო და ინგლისში ყველაფერი მოიგო რაც შეიძლებოდა მოეგო იმხელა გრანდები უტიტულოდ დატოვა ბოლო ოთხი პრემიერლიგიდან სამი მოიგო აბა სხვა რატო ვერ იგებს თუ ასე ადვილია ??? პლიუს თასები რაც იყო ინგლისური ტრებლი დადო და წელს ლიგასაც დადებს, ლივერპულიო ჯერ ვილიარეალს მოუგოს და მერე, ისე ლივერპული რა დონეზეცაა კი გამოჩნდა სიტისთან მსაჯები რომ არა სიტის მოგებული ქონდა ფაქტიურად, თერთმეტმეტრიანი არ დაუდეს ორი გოლი გაუუქმეს ერთი სუფთა და კოდე ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო ასე რომ სიტის დიაშიც ეყოლება და ვნახავთ ჯერ რეალის ტირილს და მერე ნებისმიერის.
რეალს ერთი მაგარი თვისება აქვს, განუმეორებელიც კი, შეიძლება ითქვას: რეალს შეუძლია საზიზღარი (პირობითად) მატჩი ჩაატაროს და მაინც მოიგოს თამაში. ჩვენ ეგ არ შეგვიძლია, თუ ბარსა არ დომინირებს, უჭირს, ეგაა ზუსტად ჩვენი გუნდის ხიბლიც, ჯერ ხარისხი, მერე შედეგი.
მისცემს ატლეტიკო რეალს ერთ ადგილას და იმიტომ😃
ერთმა კატალონიელმა ი.არა რეალი, ეხა უკვე იმის ჯერია ვინც გამოცდილია ამ საქმეში 🙂 ატლეს ბალერშიკობს მთელი ჰალა, ნეტავი რატომ? 😁😂