მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” თუ “რეალი”?

 

    მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” მოიპოვა ევროპის სუპერ თასი, აღმოჩნდა რომ “ბლაუგრანამ” მოპოვებული ტიტულების რაოდენობით გადაასწრო მადრიდის “რეალს”. თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ მოეწონა მადრიდულ პრესას და მათ მაშინვე სცადეს “ბარსელონას” ტიტულებისთვის 3 ბაზრობათა თასი(უეფას თასის წინამორბედი) მოეშორებინათ, რადგან მას “უეფა” არ სცნობს.  მაგრამ საქმე ისაა, რომ ბაზრობათა თასის ტურნირი შეიქმნა 1955 წელს და მისი ორგანიზატორი დახურვამდე იყო “ფიფა” და არა “უეფა”. ამ დროის განმავლობაში კატალონიელებმა 3–ჯერ მოიგეს თასი: 1958, 1960 და 1966 წელს. “ფიფას” ოფიციალური საიტი “ბარსას” ამ ტიტულებს უთვლის და მგონი ამაზე ფორმალური დადასტურება შეუძლებელია.

       ყოველგვარ საფუძველზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ პირველი ტურნირი დაიწყო როგორც შეჯიბრება ქალაქებს შორის და ბარსელონას ნაკრები სწორედ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.ამ ტურნირში გამარჯვებას დღესაც თავიანთ წარმატებად თვლიან “არსენალი” და “ვალენსია”. 2004 წელს  “ვალენსიამ” უეფას თასი მოიგო, ამ თასთან ერთად ვიკიპედიაში მითითებულია, რომ კლუბი 2 ბაზრობათა თასისი მფლობელიცაა,ხოლო ამ სტატიაში ბაზრობათა თასს ფრჩხილებში უწერია “უეფას თასის წინამორბედი”. ე.ი ეს თასი აქ აღიარებულია ჩვეულებრივ, ხოლო “ბარსელონაზე” სტატიაში წერია,რომ კატალონიელებმა 3 ბაზრობათა თასი მოიგეს, რომელიც უეფას თასის წინამორბედია, მაგრამ არ არის აღიარებული. ძალიან საინტერესოა, ერთ შემთხვევაში არაფერი ნათქვამი აღიარებაზე, მეორე შემთხვევაში კი არ არის აღიარებული.

   სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: “რეალი” 75 ტიტული, “ბარსელონა” 76 ტიტული. იგნორირება იმ თასებისა იგივეა, რაც თქმა იმისა რომ “ბარსელონას” “რეალზე” მეტი ჩემპიონთა თასი აქვს. იმ ახალი დასახელებით(ჩემპიონთა ლიგა) რაც ეს ტურნირი არსებობს, მადრიდელებმა 3–ჯერ მოიგეს,კატალონიელებმა კი 4–ჯერ. ჰოდა თუ ამ ტურნირის წინამორბედის ტიტულებს არ ჩავთვლით “ბარსას” უფრო მეტი ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმაღლესი ჯილდო ჰქონია მოგებული.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში