მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი: ”ბარსაში’ ‘ჩემი მოსვლის ერთერთი მიზეზი მესია”

სესკი: ”ბარსაში’ ‘ჩემი მოსვლის ერთერთი მიზეზი მესია”

– რატომ დატოვეთ ”არსენალი”, იქ ხომ თქვენ გუნდის კაპიტანი იყავით?
ეს მართლაც შესანიშნავი პერიოდი იყო. მე იქ მასწავლეს ყველაფერი. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე ლონდონში ესპანეთიდან წავედი და ჩემი გული მაინც ”ბარსას” ეკუთვნის. მე ვთამაშობდი ”ბარსაში” და ვითამაშებ კიდეც. ”ბარსასში” გადმოსვლის ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა. მთავარი მიზეზი მაინც, როგორც მოგახსენეთ, სამშობლოში დაბრუნება იყო. ასევე მე აქ ძალიან ბევრი მეგობარი დავტოვე. მე მათ პირობა მივეცი, რომ ოდესმე ჩვენ ერთად ვითამაშებდით ”ბარსაში” და ეს ასეც მოხვდა. ჩვენ ერთად ვართ.

– თქვენ თითქმის ნახევარი ცხოვრება ლონდონში გაქვთ გატარებული, არ გენატრებათ იქაურობა?

 როგორ არ შეიძლება არ მენატრებოდეს. მე იქ მასწავლეს ყველაფერი. თვითონ ქალაქს რაც შეეხება, ლონდონი საოცრებაა. ყველას ვუსურვებ იქ ცხოვრებას. მაგრამ ყველაფერს მაინც შენი მშობლიური კედლები სჯობია. ლონდონი და ”არსენალი” ყოველთვის დარჩება ჩემს გულში. ის ჩემთვის მეორე სამშობლოა.

– თქვენ იქ ძალიან პატარა მოხვდით, არ გაგიჭირდაც შეგუება?
როგორ არა, მაგრამ მე მალევე შევეგუე ლონდონის ცხოვრების რიტმს. ის ჩინებული ქალაქია. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშო, თუ რაოდენ კარგი ხალხი ცხოვრობს იქ. თვითონ ინგლისელების გარდა, ფრანგებიც და იტალიელებიც ცხოვროვბენ ლონდონში. თავიდან მე ყველა ცუდად მიყურებდა, რადგან ”არსენალის” დაუძინარი მტერის ფეხბურთელი ვიყავი. მალევე მოვახერხე გუნდთან შეწყობა და მეტიც, მე კაპიტნის სამკლაურს ვატარებდი 18 წლისას. 

– როგორი იყო თქვენი ცხოვრება კვირიდან კვირამდე?
როგორ გითხრათ, ჩვეულებრივი, არაფერს არ ვაკეთებდი განსაკუთრებულს. ისე ვცოხრობდი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი.

 

– არასდროს გიფიქრიათ ლონდონის დატოვება?

დიახ. ჩასვლის თანავე ამას ვფიქრობდი, მაგრამ მე ამას მალევე მივხვდი, რომ ახლა ჩემთვის ეს ჯობდა. რვა სეზონი სახლიდან სხვაგან ცხოვრება ადვილი არ არის. მაგრამ მაინც არ ვნანობ ”არსენალში” გადასვლას.

 

– თქვენ ბევრი რამ ისწავლეთ ინგლისში, ხომ?!

დიახ. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩევს პირველ მწვრთნელ ტიტოს. ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი დღეს.

 

– როგორ მოგწონთ დღევანდელი ”ბარსა”?
ოოოოო. ”ბარსაზე” უსაზღვროდ შემიძლია ლაპარაკი. ეს არის გუნდი, რომელიც გენიოსებით არის სავსე. ყველა ერთი მეორეზე უკეთესია. და მე ის მახარებს, რომ მათი ერთერთი ნაწილი მე ვარ. 

– თქვენ დაუბრუნდით თქვენ ძველ მეგობრებს, პიკეს და ლეოს?

8 წლის დავიწყება ძალიან რთულია. ისინი ორივე უნიჭუერესები არიან. როგორ შეიძლება ლეოს თამაშს უყურებდა და არ მოგწონდეს. მე ეს არ მესმის. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ მას სხვა ფეხბურთელს ადარება. ლეო ლეოა და სხვა სხვა.

 

– როგორც ვიცით მათთან 8 წლის განმავლობაში ურთიერთობა არ დაგიკარგავთ.

არა, არ დამიკარგავს. ჩვენ სულ გვქონდა კონტაქტი. რაც ჩვენ სამში იდგა ეს მანძილი იყო.  

 

– როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა?

პიკემ უკვე იცოდა, რომ მე ამ წელს გადმოვიდოდი. 

 

– თქვენი მოსვლის მიზეზი ლეოცაა?

დიახ. მაგრამ მის გარდა სხვა გენიოსები არიან, ინიესტასა და ჩავის სახით. მათთან თამაში დიდი სიამოვნებაა. ყველას ვუსურვებ მათთან ერთად თამაშს. მათნაირი ფეხბურთელი მე არ მინახავს არსად. მათ კარგად იციან თავიანთი საქმე და ძალიან ვამაყობ, რომ მე მათი ნაწილი ვარ.


– ლეგენდარული 87-ე თაობა!

დიახ. დღევანდელი ”ბარსა” საუკეთესოა. ფაქტია, რომ ის ყველას უგებს დღესდღეისობით. 3 დღეში მე 3 ტიტული მოვიგე. ეს ყველა კითხვაზე პასუხს სცემს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში