ქალების თამაშის ბილეთები ისევ ძალიან სწრაფად იყიდება

ქალების თამაშის ბილეთები ისევ ძალიან სწრაფად იყიდება

ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასა” და “ვოლფსბურგს” შორის გასამართი დაპირისპირებისთვის ბილეთის შოვნა დიდი პრობლემაა.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თამაში “კამპ ნოუზე” ჩატარდება კლუბის წევრებს ბილეთების დაჯავშნის უფლებაც მიეცათ. პირველივე დღეს 50 ათასი ბილეთი დაიჯავშნა, დღეს დილით კი ბილეთების ღია გაყიდვა დაიწყო.

TV3-ის ინფორმაციით ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეძენის დაახლოებით 130 ათასი მსურველი დაფიქსირდა, ბილეთი კი 50 ათასზე ნაკლებია. ამჟამად ბილეთების გაყიდვიდან 3 საათიც კი არაა გასული, მაგრამ ჩანს, რომ ოფიციალურ საიტზე შეძენის სურვილი უკვე 150 ათასზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა, ამას ემატება “კამპ ნოუს” სალაროებში გაყიდული ბილეთები.

ოფიციალური ინფორმაცია, არის თუ არა გასაყიდი ბილეთები დარჩენილი, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Zura Gviniashvili
    05 აპრ 2022, 18:52

    ხომ არ იცით გოგოების თამაშზე ბილეთები საიდან სადამდე მერყეობს ფასები ?

  • shu1987
    05 აპრ 2022, 17:26

    მეც შევიძინე ამიხდა ოცნება და პუტელიასს ავტოგრაფთან ერთად კოცნაც უნდა დავსტყუო🥰😘

  • Fc Barca Batumi
    05 აპრ 2022, 15:50

    დღეს ბედნიერი ვარ, რათა ბარსას ქალთა, თუ კაცთა გუნდები "ვერტექსის" უმაღლეს წერტილის სათავეშია!!!

  • MARI=BARCA-fan
    05 აპრ 2022, 15:01

    heart_eyes აბა თქვენ იცით, ქალებმაც და კაცებმაც გერმენელებს სააღდგომო წირვა უნდა გამოუყვანოთ! ::დდდ

  • nika 54
    05 აპრ 2022, 13:52

    ისევ ესენი თუ ამოქაჩავენ ბარსელონას ბიუჯეტს. სანამ კაცები გუნდს აშენებენ.