მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ინდოეთში 2000 ფანი დახვდა

მესის ინდოეთში 2000 ფანი დახვდა

არგენტინის ეროვნული ნაკრები დასავლეთ ინდოეთში, კალკუტაში ჩაფრინდა, სადაც პარასკევს ამხანაგურ მატჩს გამართავს ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ.

ყველასთვის მოულოდნელად “ბარსელონას” სუპერვარსკვლავს აეროპორტში 2 000 ადამიანი დახვდა, რომლებიც “ალბისელესტეს” და “ბლაუგრანას” მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი, მესის სახელს სკანდირებდნენ და არგენტინის დროშას აფრიალებდნენ.

ნაკრების ფეხბურთელებს მანქანები დახვდათ, რომლებითაც ისინი სასტუმროში გადაადგილდნენ.

“ფიფას” მიერ ორგანიზებული ამხანაგური მატჩი ,სადაც მესი ნაკრების კაპიტნის სამკლაურით ითამაშებს, პარასკევს შედგება. მატჩი მიზნად ინდოეთში ფეხბურთის პოპულარიზაციას ისახავს. ინდოეთში დღესაც ნომერ პირველ სპორტად კრიკეტი ითვლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში