უეფამ დღეს საქმე გახსნა ”ბარსას” წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ მონაკოში, ”ბარსას” ფანებმა, მატჩამდე ადრე და გოლის გატანის შემდეგაც გახსნეს შუშხუნები. მისმა ბოლმა ფეხბურთელებს ხელი შეუშალა. უეფა აპირებს კატალონიელებისათვის ჯარიმის დაკისრებას. კლუბის წევრებმა ვერადავერ გააგებინეს მათ, რომ ეს გამიზნულად არ მომხდარა. ეს ყველაფერი დაცვის ბრალი იყო, რადგან პირველ რიგში ”ბარსას” ფანები მათ უნდა გაეჩხრიკათ. კატალონიელები კვლავ გააგრძელებენ მათ გადარწმუნებას, მაგრამ ეს არამგონია, რომ მოხდეს. უეფას უკვე აქვს გადაწყვეტილი. სანქცია სავარაუდოდ იმაში მდგომარეობს, რომ ”ბარსას” დიდი ეკონომიური ჯარიმა დაეკისრება. როგორ განვითარდება მოვლენები ამას სულ მალე შეიტყობთ!

უეფამ საქმე გახსნა ”ბარსას” წინააღმდეგ
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

