“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ანსუ ფატი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელს ხვალ MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელსაც რადიოლოგიაში, ანატომიის სურათების შესაქმნელად იყენებენ) სკანირებას გადაუღებენ – იმ შემთხვევაში, თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ანსუმანე ხვალინდელ სავარჯიშო სესიაში (რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე ჩატარდება) მონაწილეობას მიიღებს.
როგორც მოსალოდნელია, ფატი “ბარსას” დახმარებას ფრანკფურტის “აინტრახტთან” გასამართი პირველი მატჩის შემდეგ შეძლებს. ხავი მიგელის ცნობით კი, ანსუმ, შესაძლოა, 18 აპრილს “კადისის” წინააღმდეგ ითამაშოს ან 24 აპრილს “რაიო ვალიეკანოსთან” გადადებულ შეხვედრაში დაბრუნდეს.
ფატი მწვანე მინდორზე ბოლოს 21 იანვარს, “ბილბაოსთან” კოპა დელ რეიზე გამართულ მატჩში ვიხილეთ.




ანუ ჩემი დაბადების დღეს ითამაშა ბოლოს.
სისწრაფე არ დაეწუნებოდა, უბრალოდ ბოლოს ცოტა შეშIნებული იყო ტრამვიანობის გამო;
ფინიშინგი ამისი საუკეთესო თვისებაა, დარტყმა და ტექნიკაც უვარგა
თუ დაასრულა უიღბლო ტრამვიანობა და ფორმაში ჩადგა, არც ჰალანდი გახდება საჭირო, არც მბაპე და არც ლევანდოვსკი
ამას თუ აღარაფერი დაემართა მგონი ჯობია ფორვარდად გადააკეთონ😁 ძაან სწრაფი არ არის თუმცა კაცის მოტყუება ასე თუ ისე იცის და გოლებია ამის პლიუსი ♥️
აღარ დაადგა ამ საცოდავს გამოჯანმრთელება რა, დემბელემ გადასდო რაღაცა ეტყობა.
ისე კი ახლა ცოდოა ჩავი. ადრე ფიქრობდა აბდე აკომაჩიდან რომელი დავაყენოო 😁 დესტი აბდე დე იონგით რო უტევდა. მარა ახლა? ფერანი დემბელე ობა სამივე შედეგიანია, დეპაი და ლიუკი მიუხედავად შედეგებისა გადავიდნენ უკანა პლანზე. ადამაც როტაციაშია. პრეტენზიას 6 შემტევი აყენებს თამაშზე და უკვე პლიუს ფატი. მიდი და იმარჩიელე ვინ დაიწყოს. ისე კი დემბელეს თუ წასვლა გადაწუვეტილია და ვერც ადამას ვიყიდით გადასხდნენ სკამზე და მარჯვნივ ფერანი დადგეს. ფერანი ფატი ობა.
მეც ეგრე ვფიქრობ მარა სწრაფია, ჩვენი აღზრდილი ანუ ტაქტიკურად კარგი, კაცის მოტყუება ეხერხება და 9 ზე ცოდოა. ისევ 9 ვეძებოთ ჯობს.
კი სისწრაფეც მაგარი აქვს და მოტყუებაც იცის მაგრამ ამავდროულად არ არის კლასიკური ვინგერი რომელიც სულ გამწვავებაზე მიდის და ფორვარდადაც შეუძლია თამაში, მოკლედ სადაც არ უნდა დავსვათ კარგად ითამაშებს და ჩავი გადაწყვეტს საბოლოოდ მის პოზიციას
თუ რაფინია იყიდეს და ეს გამოჯანმრთელდა ტორესი ფატი რაფინია უნდა იყოს შეტევის ხაზი
მეც ეგრე ვფიქრობ მარა სწრაფია, ჩვენი აღზრდილი ანუ ტაქტიკურად კარგი, კაცის მოტყუება ეხერხება და 9 ზე ცოდოა. ისევ 9 ვეძებოთ ჯობს.
ეს დაბრუნდეს და ჩადგეს ფორმაში ამ ბარსაში და ჩავის ხელში სერიოზული ძალა ისედაც იყო და ახლა ხო მითუმეტეს იქნება.. ანსუმანე უნიჭიერესია და იმედს ვიტოფებ ბოლო ლაზარეთია.
იმედია აღარაფერი დაემართება სერიოზული.ძალიან მაგარი ბიჭია.
ამდენი ტრამვების შემდეგ ფლანგზე რამდენად გამოდგება არ ვიცი, ცენტრში თუ ცდის ჩავი კარგი იქნება, გოლის ალღო ძალიან მაგარი აქვს და ეს თუ ფორვარდად დადგა და ტრამვები არ მიიღო მაშინ ვინგერი მოვძებნოთ, ვინმე უმაღლესი დონის და შეტევაში პრობლემა აღარ გვექნება
ვარსკვლავბიჭუნა👏👏იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დაგვეხმარება ახალი ისტორიიის შექმნაში
❤❤