“ბარსელონა” რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას განაგრძობს.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” ურუგვაელს მისი პერფორმანსისა და კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი შეთავაზება გაუკეთა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ანაზღაურება თითქმის გასამმაგდება. გავრცელებული ცნობით, არაუხოს წლიური ხელფასი მხოლოდ 900 000 ევროა.
23 წლის უკანახაზელს “არსენალი” 6, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედი 8 მილიონ ევროს სთავაზობს.წყაროს თანახმად, ამის მიუხედავად, “ბარსამ” არაუხოს გარემოცვას განუმარტა, რომ შეთავაზების პირობებს არ გააუმჯობესებს.
ურუგვაელს “ბარსელონაში” დარჩენა სურს და სათანადოდ დაფასებას ითხოვს, რაც ახალ კონტრაქტში უნდს გამოიხატოს. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კლუბს უკეთესი პირობების შეთავაზება არ შეუძლია.




Oh yeah that's good sounds good
კარგით ბიჭო დაწყნარდით ! ლაპორტამ თუ არაუხო დაჰკარგა მაშინ ჟოან ლაპორტა კი არა უსმან დემბელე ყოფილა ტვინით
და გჯერათ ეხლა თქვენ მაგის რომ ლაპორტა ტვინით დემბელეა ?!

არ მგონია ეს სიმართლა, სრული აბსურდია, კესის თუ გადაუხდიან 6,5 მილიონს, კრისტენსენს 6 მილიონს მაშინ არაუხომ რა დააშავა 6 ან 5 რომ აიღოს? სრული აბსურდია და ოფიციალურად სანამ არ დადასტურდება არ დავიჯერებ
2 729 000 აქ ამ წუთში ხელფასი არაუხოს
თუ ასეა, მაშინ წესით სიხარულით უნდა დატანხმდეს
8 მილიონი და ცოტა მეტი გამოდის, არა?
არაუხო რომ ვიყო არანაირად არ დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, საშინელი დაუფასებლობაა როცა კრისტენსენს 6მილიონს უნიშნავ იქ მერე კესის 7-ს იქ არ წყდება ჭორები რომ ჰოლანდს პირდებიან წლიურ 20 მილიონს რომელიც 55 მილიონამდე ავა და ამდროს ხარ არაუხო ძირითადის ფეხბურთელი და უდავოდ უდიდესი მომავლის მქონე მცველი და უნდათ რომ არაუხო 2.7 მილიონს დათანხმდეს ????? სულ გაგიჟდნენ ესენი? სარგებლობენ იმით რომ გუნდში კარგი მგდომარეობაა და ყველას უნდა დარჩენა ასეთი პოზიტიური მოვლენების გათვალისწინებით
არაუხო ხომ არაა ვიღაც მორიბა რომელმაც ერთი კუდი მოიქნია და ეგრევე მილიონობით ანაზღაურებას ითხოვდა, ეს კაცი არის ძირითადის ფეხბურთელი და დღესდღეობით ვიტყოდი მცველების ტოპ 5ეულში ნამდვილად არის ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით
პუიოლის მერე ძლივს ვეღირსეთ მსგავსი სულისკვეთების ლიდერული უნარჩვევების და დაცვითი სქილების მქონე ფეხბურთელს და ამ კლოუნებმა 2.7 მილიონს მოგცემთ მეტს ვერაო 🙂 ამოვიდა ყელში ბარტრები ლენგლეები და უმტიტები არაუხო რომ დარჩეს მომდევნო 5წელი საერთოდ არ გვექნება საფიქრალი დაცვაზე (რათქმაუნდა მოერე ცენტრალური მცველიც თუ ნორმალური იქნება)
არავინ არ გაუშვებს არაუხოს გამორიცხულია ! მაგრამ სანამ სეზონი არ დამთავრდება და გასაშვები ხალხი არ წავა , მანამდე არა მგონია მოლაპარაკება გაგრძელდეს , იმდენი ხალხია წასასვლელი , ერთი 100 მილიონი მარტო სახელფასო ხარჯები გამოდის , პლიუს კოუს და გრიზის ტრანსფერები და ყველა მიიღებს დამსახურებულ ხელფასს ! რას შეეხება კესისა და კრისტენსენის თემას , უფასოდ მოსულს არავინ არ დაუწყებს ხელფასზე ვაჭრობას , თან ასეთი დონის ფეხბურთელებს , მადლობა რომ ზოგიერთებივით ტრანსფერის ბონუსს არ გვთხოვენ . ლაპომაც რა ქნას , ჭაობიდან ასე უცბად ამოხვიდე ფინანსურად წელგამართული ძნელია , ვხედავთ რომ თუ რამე გასაყიდი იყო ყველაფერს ყიდის წილებს , მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდათ . აქ ბართოს რომ ვაგინებდით , ზოგიერთები ჭკუას გვასწავლიდნენ და აი სად მიიყვანა კლუბი გაბერილმა სატრანფერო და სახელფასო პოლიტიკამ .
პედრის და ფატის მგონი 7ები დაუნიშნეს, კრისტენსენს 5-6ს აძლევენ, კესის 6.5იო, ფერანს 5, იმის ჩამოთვლა არც მინდა, უმტიტის, ლენგლეს, რობერტოს და მსგავს ხარახურა ხალხს რამდენი აქვთ, დაჟე ბრაიტას აძლევენ 4-6 მილიონამდე, და ამ დროს გინდა არაუხო და თუნდაც გავი იმათთან შედარებით ძირითადის ფეხბურთელები არიან, კაი გავი პატარაა და სულ რაღაც რამდენიმე თვეა რაც დაწინაურდა, მარა სადაც პედრის აქ 7, იქ გავიც იმსახურებს 5ს, ხოლო არაუხოს 6 მინიმუმ ეკუთვნის, რადგან არამხოლოდ ძირითადის კაცია, არამედ, ლიდერია, ხასიათია, გუნდში დიდი ხანია უკვე, მომავალი კაპიტანია და უკლასნესია ტიპი. ადრე ტრავმიანობდა მაინც და ახლა ვაბშე ხოდზეა, ხოდა სირცხვილია, სადაც რობერტოს 10 აქ და დემბელეს 20, უმტიტის 12 და ბრეიტას 4-6, ამას ნამდვილად ეკუთვნის 7 მაინც, 7 იმიტომ რომ ხელფასები არ გაგვექცეს ბართომეუს პერიოდის მსგავსად, თორე ჩემი ნება რომ იყოს 10საც მივცემდი, რადგან ვან დეიკამდე არაფერი უკლია და ჯერ მხოლოდ 22საა.
დე იონგს და პედრის რამდენი აქვს თუ იცით?
2 მილიონზე მეტიაქ ამ წუთში მგონი არაუხოს ხელფასი და თუ სამჯერ მეტს აძლევენ კი გამოდის 6 მილიონი ან მეტი წესით აღარ უნდა შეიქმნას პრობლემა
2 729 000 აქ ამ წუთში ხელფასი არაუხოს
ეს თუ სიმართლეა უნდა აგინო ამათ, 3 მილიონი რა არის ტო? მიეცით ეს 6 მლნ, ბოლო-ბოლო რობერტოს აქვს 10 და ამან რა დააშავა? გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ტიპი და ხასიათია მოედანზე რასაც ჰქვია 😬
გავიზე მეც გეთანხმები 3მ ზე მეტი არ ეკუთვლის რადგან ჯერ 17 წლისაა. გახდეს არაუხოს ხელა და დავინახავთ რამდენად განვითარდა
2.7 ლიმონი გამოდის, სავარაუდოდ 3 წლით გაახანგძლივებს და 2.5 წლის მერე გაუხრდიან 6-7 ლიმონამდე, ან უფრო მეტად