არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლივერპული” 2010 წელს დატოვა და თავის პირველივე სეზონში,მან ესპანური კლუბის შემადგენლობაში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო,ახლახანს კი ესპანეთის და ევროპის სუპერ თასების მფლობელი გახდა.
“მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ლეოსთან,სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები,რომ “ბარსაში” გადმოსვლა მირჩია”.
“გვარდიოლა მე მენდობა,როგორც ცენტრალურ მცველსაც და ყველანაირად ვცდილობ,მას იმედი არ გავუცრუო,მეამაყება რომ ვარ იმ დიდი ოჯახის წევრი ,რომელიც არასდროს იღლება გამარჯვებებით”–ციტირებს არგენტინელის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ მასკერანოს “ბარსასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.



