მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონელმა” ქალებმა კატალონიის თასი მოიგეს

“ბარსელონელმა” ქალებმა კატალონიის თასი მოიგეს

“ბარსელონას” ქალების გუნდი მესამე წელია კატალონიის თასის მფლობელია. “ბლაუგრანამ” “ესპანიოლი” ფინალში ანგარიშით 1–0 დაამარცხა.

 

პირველ ნახევარში ორივე გუნდი ქმნიდა სახიფათო მომენტს. “ბარსელონადან” ვიკი ხშირად ურტყამდა კარში, თუმცა ლაბამ მისი ყველა დარტყმული მოიგერია. “ესპანიოლის” მხრიდან გამოირჩა ვილი, რომელმაც ჯარიმა დაარტყა და კარს მცირე მანძილით ააცილა.

 

“ბარსელონამ” 57–ე წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა სონია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა. იმავე ფეხბურთელს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ვერ მოახერხა.

 

მატჩის ბოლოს სონიამ მაინც მიაღწია საწადელს და მატჩის დამთავრებამდე გოლიც გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში