workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას გოგოებმა რეალი 5-0 გაანადგურეს – გუნდი ქვეყნის ჩემპიონია!

ბარსას გოგოებმა რეალი 5-0 გაანადგურეს – გუნდი ქვეყნის ჩემპიონია!

“ბარსელონას” გოგოებმა “რეალის” ქალთა გუნდი ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხეს და ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდეს.

დღეს ჩვენმა გოგოებმა მადრიდელთა წინააღმდეგ 5-0 იმარჯვეს – მეტოქის კარში გოლების ავტორები ალექსია პუტელიასი (2), პატრისია გიხარო და ჯენიფერ ერმოსო არიან, ერთი ბურთი კი თავის კარში ბაბეტ პეტერმა ჩაჭრა.

გოგონებმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით გამართული 24 მატჩიდან ყველა მოიგეს, 72 ქულა დააგროვეს (რაც მეორეადგილოსანი “რეალ სოსიედადის” შედეგს 22-ით აღემატება), 136 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 6 გაუშვეს, რაც დაუჯერებელი მაჩვენებელია.

შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, “ბარსა” ჩემპიონია (თანაც, წაუგებლად), რასაც გოგონები ამ წუთებში აღნიშნავენ.

კაპიტანი ალექსია თასით ხელში და ჩემპიონობის აღნიშვნა

ამაღამ, მამაკაცთა გუნდის მიერ “ოსასუნას” წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩამდე, გოგონები მოგებულ თასს “კამპ ნოუზე” წარადგენენ.

მატჩის მიმოხილვა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 მარ 2022, 12:45
    #4

    ერთი ბურთი კი თავის კარში ბაბეტ პეტერმა ჩაჭრა.
    ეს რეალის ქალთა გუნდის ვარანია?

  • me da barca
    schedule 14 მარ 2022, 01:18
    #3

    მაინც სასიამოვნოა რეალის გაძუკვნის მერე, რომ გაიფორმეს ჩემპიონობა. ყოჩაღ გოგოებო.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 13 მარ 2022, 19:12
    #2

    გიჟები არიან, მგონი აზრი აღარ აქვს ამათ თამაშს,ყველას და ყველაფერს უგებენ

  • serafime
    schedule 13 მარ 2022, 17:59
    #1

    20-ში ბიჭებმაც უნდა მოიგონ და გაასწორებს ❤️