როგორც მოსალოდნელი იყო, ჩავი ერნანდესმა “გალათასარაის” წინააღმდეგ როტაციას მიმართავს და რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამიდან აწყებინებს. ერთ-ერთი მათგანი ჟერარ პიკეა, რომლის შემადგენლობის მიღმა დატოვების მიზეზიც მწვრთნელმა ჟურნალისტებს განუმარტა:
პიკე სათადარიგოთა სკამზე რჩება, რადგან მას ფიზიკური დისკომფორტი აქვს. ბუსკეტსი კი ბოლო პერიოდში ბევრს თამაშობს, ის დაიღალა.
– განუცხადა 42 წლის სპეციალისტმა Movistar-ს.
“ბარსელონასა” და “გალათასარაის” თამაში 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3 და SilkSport.ge გვთავაზობს.




როტაცია კარგია, მაგრამ ჯერ სრულფასოვნები უნდა გვყავდეს შემცვლელებად. ეს კი არ ჩანს.
Gaumarjob bichemo🖐 linki daweret tu icit vinmem
ლანგლე მაინც დაეყენებიათ, ამ დირკა გარსიას კი აჯობებდა
როტაცია აუცილებელი იყო, მით უფრო ვეტერნებისა
იმედია სერიოზული არაა და უბრალოდ თავს იზღვევს, თორე ჩავის მოსვლის მერე პიკეს ისეთი პროგრესი აქვს უეჭველი გვჭირდება დანარჩენ თამაშებში