ბოლო ორ კვირაში უკრაინის მიმართ სოლიდარობა არაერთმა კლუბმა გამოხატა. ამ მოვლენებს არც “ბარსელონა” ჩამორჩა და “ნაპოლისთან” მატჩში უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინა. სიმბოლოები ძალიან კარგია, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება იქნება.
თავისი წვლილის შეტანა კი “ბარსელონასაც” შეუძლია. ამ შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი მეორე პლანზე იწევს და უკრაინისთვის გაწეული დახმარება ყველაზე მეტად ფასობს. ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც “ბარსას” შეუძლია, ჟოან გამპერის თასზე კიევის “დინამოს”, დონეცკის “შახტარის” ან სულაც უკრაინის ეროვნული ნაკრების მოწვევაა. როგორც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ხავიერ ბოში წერს, შესაძლოა, ჟოან ლაპორტა ამაზე დაფიქრდეს და ტურნირიდან შემოსული თანხა მთლიანად სტუმარს გადასცეს, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ.
კატალონიურმა გრანდმა მსგავსი ნაბიჯი 2017 წელსაც გადადგა, როდესაც გამპერის თასზე “შაპეკოენსე” მოიწვია. “ბარსასგან”, რომლის დევიზია “მეტი, ვიდრე კლუბი”, ნაკლებს არც ამჯერად ველით.
მე მგონი მინი ტურნირი ჩაატარონ ჯობია. ბარსასთან ერთად კიევის დინამო, ლუგანსკის ზარია და დონეცკის შატიორი მოიწვიონ. ძალიან სიმბოლური იქნება თუ მათ ლუგანსკსაც და დონეცკსაც უკრაინულ კლუბებად გამოაცხადებენ. ფულიც მეტი შემოვა ვიდრე ერთ თამაშში. და ალბათ არც სავალდებულო არ იქნება ბარსამ ორივე თამაში ძირითადი შემადგენლობით ჩაატაროს.
მშვიდობა იყოს ქვეყანაში( ამოწყდნენ რუსები მაგათი დედა შევე#ი,) და კარგი იქნებოდა უკრაინის ნაკრების მოწვევა
უკრაინის ნაკრების მოწვევა უკეთესი იქნება