“ბარსელონა” ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. გუნდის გაძლიერებასთან ერთად, ბევრ წამსვლელს უნდა ველოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძლიერება გამორიცხულია.
ცოტა ხნის წინ მედიაში ფრენკი დე იონგის გაშვებაზეც საუბრობდნენ – “ბარსა” მას ხელსაყრელ ფასად გაასხვისებდა, თუმცა როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ნიდერლანდელის ტრანსფერი არ განიხილება. ჩავი ერნანდესი ახალგაზრდა ნახევარმცველს სპორტული პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
დე იონგმა ბოლო პერიოდში თავი კარგი თამაშით, მათ შორის “ნაპოლისთან” გატანილი ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა. ფრენკის კონტრაქტი 2026 წელს იწურება, მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.




ბრავო, მომწონს ასეთი შეფასებები. პატივისცემა ჩემგან, როგორც ნამდვილ ქომაგს და ლოგიკურად აზროვნებას.
ძალიან კარგი❤️❤️
ძალიან კარგი , ამაზე უკეთესს ვერავის მოიყვანენ და ძაან საჭირო კაცია ფრენკი ჩავის ხედვას და ფილოსოფია თანდათან აუღო ალღო და კიდე უფრო მოიხოდება..
ამას ძაან ვაკრიტიკებდი თავიდან და სამართლიანადაც მაგრამ ნაპოლისთან თამაშში და მის მერეც ძაან კარგად ითამაშა და ფორმაშიც შედის, აშკარად ჩავის სქემას გაუგო და უმატებს აშკარად
400 მილიონ ვინ მოგვცემს თორემ სიამოვნებით გაყიდიდნენ. ბოლომდე ააწყობდა და დააკომპლექტებდა ჩავი გუნდს.