პორტუგალიური “პორტოს” მთავარმა მწვრთნელმა ვიტორ პერეირამ გააპროტესტა მსაჯის საქციელი, რადგან ამ უკანასკნელმა არ დადო პენალტი “ბარსელონას” წინააღმდეგ.
“ვიცი, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ პენალტის დანიშვნა ძალიან რთულია, მითუმეტეს 80-ე წუთზე, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო ჩვენ კარებთან, აუცილებლად დანიშნავდნენ.“
“მიუხედავად ამისა, მე კმაყოფილი ვარ. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, “ბარსელონას” არაფერი დავუთმეთ. 1:0–ზეც კი გვქონდა შანსი გაგვეთანაბრებინა ანგარიში.” – დაასრულა ვიტორმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “პორტო” ერთმანეთს გუშინ, ევროპის სუპერთასის გათამაშებაში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ (2:0).


