workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დანი ალვესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ბარსელონა დანი ალვესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლეგენდარული მარჯვენა მცველი “ბარსელონაში” იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე თავიდან იგეგმებოდა – Marca-ს ჟურნალისტის, ლუის როხოს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი დანი ალვესთან კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივებას აპირებს.

ალვესი “ბარსას” შემადგენლობას იანვარში დაუბრუნდა. თავდაპირველი შეთანხმება წლევანდელ ზაფხულამდე გრძელდებოდა, თუმცა, ხელმძღვანელებს სურთ, ვეტერანმა ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” მაისურით 2022/23 წლების სეზონის ჩათვლით ითამაშოს.

დაბრუნების შემდეგ 38 წლის ბრაზილიელმა მონაწილეობა 6 მატჩში მიიღო, ბევრისთვის მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბარსას” ხუთწლიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ საკუთარი თავის საკმაოდ ეფექტურ შემცვლელად მოევლინა. 

ამ ეტაპზე “ბარსელონას” პირველი გუნდში ალვესის გარდა მარჯვენა მცველებად სერჟინიო დესტი, სერჟი რობერტო და ოსკარ მინგესა მოიაზრებიან. ჩავი ერნანდესი აღფრთოვანებული არცერთი მათგანის თამაშით არ არის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 04 მარ 2022, 11:48

    რამდენი წელი დავკარგეთ ამის გაშვებით, აქამდე ხომ წყნარად დინჯად ზამენასაც მოუძებნიდნენ ყოველგვარი ფაცი-ფუცის გარეშე და კარგადაც მოიხოდებოდა ამასთან ერთად.

  • nikusha
    schedule 04 მარ 2022, 00:14

    სწორს იზამენ და სავარაუდოდ მსოფლიოს მერე სანაკრებოს დაასრულებს და შესაძლოა 2023ში კარიერაც დაასრულოს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 03 მარ 2022, 23:59

    დესტი არის მშვენიერი ფეხბურთელი,ნიჭი აქვს და იმედია განვითარების გზას დაადგება

  • riva
    schedule 03 მარ 2022, 22:55

    კაია კარგად გამოზრდის დესტს. მაგ ბიჭს პოტენციალი აქვს და ზუსტად დანი და ხავი სჭირდება

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 მარ 2022, 22:40

    ეს ბებერი მგელი კიდევ ბევრჯერ დაგვეხმარება,მომავალ წელსაც იდეალური სკამი იქნება, ლეგენდაა და ამაზე უკეთესი ვინ უნდა ინატრო😍😍