ESPN-ის ინფორმაციით, დანი ალვესი “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს, ვინაიდან, ამჟამინდელ ხელშეკრულებაში მისი გახანგრძლივების არანაირი პუნქტი არ არსებობს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ბრაზილიელის პერფორმანსით ორივე მხარე ბედნიერია, თუმცა, ჯერჯერობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ამასთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონიათ.
დანი ალვესი, რომელიც კატალონიურ გრანდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ამჟამად 38 წლისაა, მაგრამ მაინც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ყველა ტურნირის ეგიდით, მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში, მის ამგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია.
ვეტერან მოთამაშეს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.



გაუგრძელონ აუცილებლად, სხვა ვინ გვყავს უკეთესი.
გაუხანგრძლივეთ 1წლით
40 წლის კაცს რო ვერ გაუწევს კონკურენციას ისეთის იმედი არც უნდა გვქონდეს
რა გახანგრძლივება იმას არ ვამბობ რომ კლასი მაინც კლასია თუმცა ბევრი შეცდომა აქვს სისწრაფეში დაიჩაგრა ბევრჯერ და არაუხოს უხდება მერე იძულებით თამაში, ბარსას ჭირდება ფლანგზე სისწრაფე ისე არაფერი გამოდის ფაქტია. ალვეში კიდე გუნდში ყოველთვის კარგია თუმცა აქცენტი ამაზე გაკეთდეს და სხვას არ მიეცეს შანსი რავიცი , დესტი იხოდება თანდათან იმედია გაქაჩავს თუარა გაუშვებენ და ვიყოთ ბებერი ლომის იმედად.
დანი, ეს ბებერი მგელი, კიდევ 5 წელსაც გაქაჩავს!
1 წლიანი კონტრაქტი უნდა მისცენ. 40 წლის იქნება და კარიერასაც დაამთავრებს.
სადამდეც თამაში შეეძლება იქამდე გუნდში უნდა იყოს, მერე კი აქ უნდა დსამთავროს თავისი დიდებული კარგიერა და ისე გააცილონ როგორც ლეგენდას შეეფერება
გაუხანგრძლივონ ერთი წლით კიდე შეუძლია მაღალ დონეზე თამაში