“ბარსელონას” დირექტორი, მატეუ ალემანი Barça TV-სთან ინტერვიუში “ნაპოლისთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაზე საუბრობს:
გუშინ შესანიშნავი შეხვედრით ვისიამოვნეთ. საბოლოო შედეგის გარდა, თამაშის სტილითა და ხარისხით ძალიან ბედნიერები ვართ. სწორ გზაზე ვდგავართ. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ დღეს ბედნიერები ვართ.
ევროპა ლიგის წილისყრა? თუ ტიტულის მოგება გსურს, ყველა უნდა დაამარცხო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ფორმა შევინარჩუნოთ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ.
გუნდი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. “ნაპოლი” დიდებული მეტოქე იყო – ასეთი გუნდის დამარცხება თავდაჯერებულობასა და გულმოდგინედ მუშაობის გაგრძელების სტიმულს გვმატებს.
“ბარსამ” ნეაპოლში ჟორდი ალბას, ფრენკი დე იონგის, ჟერარ პიკესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლების წყალობით იმარჯვა.
მერვედფინალში კატალონიელები თურქულ “გალათასარაის” დაუპირისპირდებიან.
გავრცელებული ცნობების თანახმად, გასახდელ ოთახში სჯერათ, რომ კლუბი ევროპა ლიგას მოიგებს.
ეს მაგარი კაცია
გავრცელებული ცნობების თანახმად, გასახდელ ოთახში სჯერათ, რომ კლუბი ევროპა ლიგას მოიგებს.
ეგრე ლივერპულთან სახლში მოგების შემდეგ არც მე მეპარებოდა ეჭვი ლიგის მოგების. მაგრამ რა გინდა ქნა. ჩვენ ისევ შტეგენი გვყავს, არც ალბა არ წასულა არსად. რავიცი რავიცი.
ალემანი რადგანაც გუნდშია უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ჰოლანდს მოვიყვანთ
ზაფხულში ეეეესძმააააააააა
10 და 10 ქულას ვუწერ.რაც მოვიდა ყველაფერი სწორად შეაფასა და ისე მოიქცა როგორც გუნდის ინტერესებს წაადგებოდა.