გუშინ “ბარსელონამ” ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპი წარმატებით დაასრულა. “ბლაუგრანამ” “ნაპოლი” ორი მატჩის ჯამში 5-3 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
ახლახან ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის დროსაც “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ “ბარსა” 1/8-ფინალში თურქულ “გალათასარაის” დაუპირისპირდება.
თამაშები 10 და 17 მარტს ჩატარდება. კატალონური გუნდი პირველ მატჩს შინ გამართავს.
სხვა წყვილები ასე გამოიყურება:
- რეინჯერსი-ცვერნა ზვეზდა
- ბრაგა-მონაკო
- პორტუ-ლიონი
- ატალანტა-ლევერკუზენი
- სევილია-ვესტ ჰემი
- ლაიფციგი-სპარტაკი
- ბეტისი-აინტრახტი
იდეალური ვარიანტი დაჯდა გადავუვლით