ანაის მარტის ინფორმაციით, რიკი პუჩი “ბარსელონადან” წასვლაზე თანახმაა.
წყაროს ცნობით, “ბარსამ” პუჩს ურჩია, ისეთი კლუბი იპოვოს, რომელიც მას მოერგება. კატალონიურ გრანდის ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და მიაჩნიათ, რომ რიკი ამ ასაკში უფრო მეტს უნდა თამაშობდეს, მაგრამ ის გუნდში საკუთარი ადგილის მოპოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ესპანელს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა ისეთი კლუბებისგან, როგორებიც პსვ, “პორტუ” და “ალავესი” არიან, თუმცა, მან სერჟი სამპერის, კარლეს ალენიასა და მარკ კუკურელიას მსგავსად წასვლა არ ისურვა და რონალდ კუმანის გაშვებას დაელოდა, მაგრამ პუჩისთვის სიტუაცია არ ჩავის მოსვლის შემდეგ შეიცვალა.
რიკი ამჟამად 22 წლისაა. მას “ბარსასთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
უნდა გაუშვან, ტყუილად ახეხინებენ იმ სკამს. ეხლანდელი თაობა ამაზე ახალგაზრდები არიან და უფრო უკეთ თამაშობენ.
წავიდეს არაფერს აკეთებს
მოუწევს წასვლა, არადა როგორ მინდოდა, რომ ეთამაშა…
ნაპოლისთან აუტშჩიკად იყო
უნდა წავიდეს ცოდოა სულ სკამზე, სათადარიგოდან რომ რაღაც სერიოზულ ძალას წარმოადგენდეს კიდე შეიძლებოდა დატოვება მაგრამ……. კუმანის ჩამკვდარ თამაშებში თუ შემოვიდოდა თავისი ფაფხურით გამოჩნდებოდა ხოლმე, დალშე რაც ჩავი მოვიდა და ზოგადად ამ სეზონში აღარც ეგ ფაფხური შველის🙄
ეს ბიჭი რაც დაიბადა, იმის მერე 22-ე წელია სათადარიგოზეა
არამგონია ვინმემ იყიდეს ასე რომ იჯარა არ იქნებოდა ცუდი