მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”პორტუ”. სტატისტიკა “ბარსას” მხარესაა

“ბარსელონა”–”პორტუ”. სტატისტიკა “ბარსას” მხარესაა

  დღეს გასამართი “უეფას” სუპერთასის გათამაშება “ბარსას” და “პორტუს”  შორის გამართული მე–8 მატჩი იქნება.წინა 8 შეხვედრიდან “ბარსამ” 4 მოიგო და 3 წააგო.ბურთების შეფარდება 13:9.

   ეს ორი კლუბი ჩემპიონთა თასის გათამაშებაში 3 ჯერ შეხვდა ერთმანეთს:1985–86,1993–94,1999–00 წლების სეზონში. ტერი ვენეიბლზის გუნდმა 1985–86 წლების სეზონში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დასძლია “პორტუს” ბარიერი. პირველი მატჩი “კამპ ნოუზე”  “ბარსას” 2:0 ჰქონდა მოგებული,მეორეში კი 1:3 დამარცხდა.

  1994 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში  “დრიმ თიმმა” რონალდ კუმანისა და ხრისტო სტოიჩკოვის გოლებით შესძლო მეტოქის დამარცხება და ფინალში გასვლა.

   2000 წელს ჯგუფურ ეტაპზე “ბარსამ” პირველი მატჩი 4:2 მოუგო  პორტუგალიელებ., დუბლი რივალდომ შეასრულა,თითო–თითო გოლი კი ფრანკ დე ბურის და პატრიკ კლუივერტის ანგარიშზეა. სტუმრად რივალდომ და აბელარდომ გამოიჩინეს თავი. 0:2 “ბარსას” სასარგებლოდ.

    პირველი შეხვედრა ამ ორ კლუბს შორის შორეულ 1972– 73 წელს “უეფას” თასზე შედგა,ორივე მატჩი “პორტუმ” მოიგო 0:1 და 1:3.

    აღსანიშნავია, რომ სწორედ პორტუგალიური კლუბი იყო პირველი, რომელთანაც ლიონელ მესიმ პირველი მატჩი ჩაატარა “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად. 8 წლის წინ, როდესაც ლეო ჯერ კიდევ 16 წლის იყო, 2003 წლის 16 ნოემბერს არგენტინელ დებიუტი ჰქონდა ამხანაგურ მატჩში. ეს ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იყო, სანამ იგი პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა ესპანიოლის წინააღმდეგ 2004 წლის ოქტომბერში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში