კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “უეფას” სუპერ თასის მატჩის წინ პრეს კონფერენცია გამართა.
გვარდიოლამ თქვა: ” საფინალო მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია. როდესაც უდიდესი ისტორიის მქონე გუნდთან თამაშობ, მაგალითად “მანჩესტერ იუნაიტედთან”, ეს უკვე დიდი პატივია. “პორტო” ახლა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მათემატიკურად ეს გუნდი შეუცდომლად თამაშობს, საერთო ჯამში კი ლამაზად. ჩემი აზრით, შესანიშნავი ფინალი იქნება, ისეთი როგორიც ჩემპიონთა ლიგის იყო.”
“მოსამზადებლად დიდი დრო გვქონდა. პირველი სანერვიულო ესპანეთის სუპერ თასი გვქონდა. ახლა ამ მატჩზე გადმოვერთეთ.”
“ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ, რომ ვყოფილიყავით იქ, სადაც ახლა ვართ. პიკესა და პუიოლის ტრავმები ცუდია, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეს დაბრკოლება. “
გვარდიოლა ამინდზეც ღელავდა: ” იმედი მაქვს მატჩის დღეს შესანიშნავი ამინდი იქნება, რადგან წინ დიდი სანახაობა გველის.”
მაესტრომ არც პორტუგალიურ გუნდზე საუბარს მოერიდა: ” როდესაც პორტუგალიური გუნდი შეტევაშია ყურადღება გვმართებს. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და შეცდომის უფლება არ გვაქვს. მათ გამოიცვალეს ფეხბურთელები და მწვრთნელი, მაგრამ გამარჯვებებს აგრძელებენ. მათ ქვეყნის ლიგა წაუგებლად მოიგეს. ეს შესანიშნავი შედეგია.”


