“ბარსელონას” მარცხენა მცველმა ჟორდი ალბა, რომელმაც “ატლეტიკოს” კარში შედევრი შექმნა, თამაშის (4-2) შემდეგ ჟურნალისტებთან გაისაუბრა.
ყველასთვის იდეალური მატჩი იყო.
ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ორივე გუნდით ისიამოვნეს და იამაყეს.
ვდომინირებდით, განსაკუთებით პირველ ტაიმში. ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეკონტროლებინა მეტოქე.
დღეს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ უპირატესობა გვქონდა. მადრიდელებს მომენტების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ვიცოდით, როგორ გაგვეწია წინააღმდეგობა ძლიერი მეტოქისთვის.
შესაძლოა, მეორე ტაიმში წითელმა ბარათმა ჩვენზე ცოტათი იმოქმედა, მაგრამ გამარჯვებით ბედნიერები ვართ.
ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ.
მიმდინარე სეზონში იმედები არაერთხელ გაგვიცრუვდა. ეს გამარჯვება ჩვენ და ჩვენს გულშემატკივრებს გააძლიერებს.
ბრწყინვალე გოლი გავიტანე და ამით ბედნიერი ვარ. შესანიშნავი გრძნობა მქონდა, მით უმეტეს, რომ ეს ანგარიშის გამათანაბრებელი ბურთი იყო.
პირდაპირი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება. შესანიშნავი მატჩი. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ.
მაინც კვერცხი ხარ, შენი შეცდომები და ჩასვრებივრომ არა მინიმუმ ერთი ლიგა უნდა დაედო გუნდს კიდე.. უკან ჩასვლას თუარ დაიწყებ დროულად ასე არაფერი გამოვა ბიძიკო.. პიკემ როდემდე უნდა ასუფთაოს შენი და ბუსკვერცხის ჩასვრილი ასაკშია და უკვე ვეღარც ის ქაჩავს ამდენს….
გამოტყდი, რომ აწვდიდი და გაგივარდა

ვიღაცამ შეულოცა და ბურთმა მოუხვია, აი ქვიდიჩის მატჩებში რომაა ჰარი პოტერიდან
ისე სტატისტიკისთვის უკვე ბარსაში ამ სეზონში 20 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს განატანი რაც საუკეთესო შედეგია😎😊
ლეოს სტილში გაიტანა, ეტყობა ცოტა რაღაც მაინც შერჩა ძველი ბარსელონის.
ძაან კლასნი გოლი შეაგდო,შეიძლება ითქვას რომ გაუვარდა მაგრამ ისედაც მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა
შეკლასა რასაც ჰქვია♥️♥️