workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მხარეებს დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არ გამოურიცხავთ

მხარეებს დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არ გამოურიცხავთ

ESPN-ის ინფორმაციით, უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კარი ჯერ არც “ბარსელონას” დაუხურავს და არც ფეხბურთელის გარემოცვას.

თუმცა, წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე, შეთანხმების მიღწევა წარმოუდგენელი ჩანს – “ბარსაში” არ სჯერათ, რომ ფრანგი შემტევი კლუბში დარჩება.

ამასთან, Esport3-ის თანახმად, უსმანის ხელშეკრულების გაწყვეტის შანსები მცირდება, რაც ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ფრანგის ხელში ჩაგდება “პარი სენ-ჟერმენსა” და ინგლისურ კლუბებს სურთ.

გავრცელებული ცნობებით, ჩავი ერნანდესი კონტრაქტის ამოწურვამდე დემბელეს გამოყენების მომხრეა და “ატლეტიკოსთან” მატჩის სასტარტოში მის დაყენებას აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 05 თებ 2022, 16:56

    ეს ნაგავი რით ვერ მოიცილეს, ჩავი მაგიჟებს, რა ძირითადის სასტავი, ხო კარგად ხართ? გაუწყვიტონ ხელფასი და წაეთრევა სადმე, თუ ვინმემ აიყვანა ხო კარგი და ხელფასი სრულად არ გვექნება გადასახდელი თუ არადა ასე უთამაშებელი რომელ მუნდიალზე წავა ძალიან მაინტერესებს.

  • riva
    schedule 05 თებ 2022, 14:13

    გეტყვით ბოლოს რაც მოხდება: კიდევ დაიმტვრევა. იმ ხელფასს არავინ მისცემს რაც ბარსაში აქვს და აქეთ დაიწყებს ხვეწნას გამიხანგრძლივეთო

  • me da barca
    schedule 05 თებ 2022, 04:34

    ამან ისე შემაზიზღა თავი, რომ კი არც მინდა გაახანგრძლივოს.

  • Prometheus
    schedule 05 თებ 2022, 00:28

    ათამაშონ , თვითონ მიიღებს ტრავმას , მოე**ნება პატრონი და კიდე უარეს დღეში ჩავარდება

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 თებ 2022, 00:14

    ეგ უკვე ზღაპარია, ცხადზე უცხადესია რომ უფასოდ წასვლა უნდა და ამდენი მაგიტო იჩალიჩა, ამას თუ დარჩენა უნდოდა იქამდე მოაწერდა ხელს და 40 მილიონს არ მოითხოვდა ხელფასს, ხოდა გაა#ვას ამ გუნდიდან საბოლოოდ ხომ შეიძლება