workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენაზე: პრობლემების შექმნას არ ვაპირებ

დანი ალვესი ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენაზე: პრობლემების შექმნას არ ვაპირებ

“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს გუნდისადმი მის დამოკიდებულებას არ ცვლის.

ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენა? მერჩივნა, სიაში მოვხვედრილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ 4 ფეხბურთელიდან მხოლოდ სამის არჩევა შეგვეძლო. ამის გამო პრობლემების შექმნას არ ვაპირებ. გუნდის დახმარებას განვაგრძობ.

– განაცხადა ალვესმა Movistar-თან საუბრისას.

ვეტერანმა ბრაზილიელმა უსმან დემბელეს გარშემო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა:

ვინაიდან ის ჩვენთანაა, ის უნდა დავიცვათ, მისით სარგებელი მივიღოთ. საკუთარ ეგოზე ჭკვიანები უნდა ვიყოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 05 თებ 2022, 17:12

    ჩავის უნდა ეთქვა, ძმაო შენ ევროპა ლიგას როგორ გაკადრებო, აი მოვხვდებით ოთხეულში შენი დახმარებით და მერე მიდი შეუბერე ლიგაზე თამაშის სპეცი ხარო.

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 თებ 2022, 23:13

    კულეა 100%

  • DesmondHume
    schedule 04 თებ 2022, 22:22

    ციტატა: Bola
    ჩემი აზრით სისულელე გააკეთეს. მარჯვენა ფლანგზე დესტის ან რომელიმე ცენტრალური მცველის გადაწევის იმედი მე არ მაქვს. არვიცი რამდენად ადევნებდით თვალს ალვეშის თამაშებს სხვაგან მაგრამ მე პირადად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ დაიღლება და დაბერდა. ამის ენერგია ბევრს ქონდეს. სხვანაირი ფიზიოლოგიაა აქვს. მერე კიდე საჭიროება.. მე არ მაქვს ტრაორეს იმედი.. ტორესს და ობეს ვერ ამოაგდებდა გასაგებია მარა ადამა ჯერ საერთოდ რატო გაიფორმეს და მერე ალვეშზე პრიორიტეტული ნაღდად არა.ა. ალვეში შემტევი სტილის გამოცდილი ფეხბურთელია რომელიც გასახდელშიც დაეხმარებოდა გუნდს თამაშებისას გამოცდილებით და მოედანზეც სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშებდა. უბრალოდ ახალგაზრდა ფებურთელებს რომლებიც გადმოვიდნენ ვერ დატოვებდნენ სავარაუდოდ ევროპა ლიგის მიღმა. ექნებოდატ ეგ მოთხოვნებში გარანტიის სახით. სხვა შემთხვევაში მე პირადად ალვეშს დავიტოვებდი ტორესის შემდეგ პირველს.


    შეიძლება ალვეშს სხვებზე მეტი ენერგია და ჟინი შემორჩა, მაგრამ მის ასაკში ტრავმების რისკი ერთიორად იზრდება და არცაა გასაკვირი ჩავის გადაწყვეტილება, ალვეშის დამტვრევა არაფერში არ გვაწყობს და ჯობია ლალიგაში ბოლომდე გავწუროთ, ვიდრე იქაც ვათამაშოთ, აქაც და ბოლოს არცერთ ტურნირზე არ შეგვერგოს

  • Bola
    schedule 04 თებ 2022, 21:54

    ჩემი აზრით სისულელე გააკეთეს. მარჯვენა ფლანგზე დესტის ან რომელიმე ცენტრალური მცველის გადაწევის იმედი მე არ მაქვს. არვიცი რამდენად ადევნებდით თვალს ალვეშის თამაშებს სხვაგან მაგრამ მე პირადად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ დაიღლება და დაბერდა. ამის ენერგია ბევრს ქონდეს. სხვანაირი ფიზიოლოგიაა აქვს. მერე კიდე საჭიროება.. მე არ მაქვს ტრაორეს იმედი.. ტორესს და ობეს ვერ ამოაგდებდა გასაგებია მარა ადამა ჯერ საერთოდ რატო გაიფორმეს და მერე ალვეშზე პრიორიტეტული ნაღდად არა.ა. ალვეში შემტევი სტილის გამოცდილი ფეხბურთელია რომელიც გასახდელშიც დაეხმარებოდა გუნდს თამაშებისას გამოცდილებით და მოედანზეც სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშებდა. უბრალოდ ახალგაზრდა ფებურთელებს რომლებიც გადმოვიდნენ ვერ დატოვებდნენ სავარაუდოდ ევროპა ლიგის მიღმა. ექნებოდატ ეგ მოთხოვნებში გარანტიის სახით. სხვა შემთხვევაში მე პირადად ალვეშს დავიტოვებდი ტორესის შემდეგ პირველს.

  • ROUCH
    schedule 04 თებ 2022, 21:37

    ე არ იცის. 100% ილაპარაკა დემბელეზე, სანამ აქ არი და ჯანმრთელია უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად

  • Visca el barca
    schedule 04 თებ 2022, 21:21

    ნაკრებში რომ გამოიძახეს, ეს იყო ალბათ განაცხდს მიღმა დატოვების მიზეზი

  • Albicelecte
    schedule 04 თებ 2022, 20:16

    ჩავი ეტყოდა, ნუ გაა***** საქმე, ტიტულები ოხრად გიყრია და ეხლა ევროპალიგა გაგიკვირდაო smiley

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 თებ 2022, 20:08

    კი ეწყინებოდა ალვესს მაგრამ რა ვქნათ , წესით ხვდებს რა მიზეზით ვერ მოხვდა განაცხადში