მხოლოდ ბარსელონას და შესაბამისად ბარსამანიას ქომაგებისთვის (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ NFT პროექტი Ohh! Football -ის შემქმნელებიც ბარსელონას თავგადაკლული ქომაგები არიან!).
ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებს ჩვენი ახალი გათამაშება ნამდვილად არ გაუჭირდებათ – თქვენ Ohh! Football – ის მიერ ილუსტრირებული ლეგენდარული მომენტები უნდა გამოიცნოთ და აღწეროთ.
ამისათვის აუცილებელია, რომ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა.
რაც შეეხება პრიზს – კოლექციის შემდეგ შევსებაზე გამარჯვებულს უფლება ექნება, პროექტის ავტორებს მორიგი ლეგენდარული მომენტი საკუთარი სურვილით შეაქმნევინოს. მეტიც, ეს მომენტი ოქროს ჩარჩოთი შეიქმნება, გასაყიდ ფასად 0.1 ETH (დაახლ. 270$) დაედება და გაყიდვის შემდეგ, გამარჯვებული საავტორო 20%-საც მიიღებს.
- სანამ წერას დაიწყებთ, გთხოვთ კარგად გაიაზროთ და შემდეგ შეასრულოთ შემდეგი პირობა:
1. უნდა გამოიწეროთ Ohh Football-ის Twitter-ი: https://twitter.com/OhhFootball (ჩაგეთვლებათ უპირატესობად) ან უნდა “მოიწონოთ” Facebook გვერდი: https://www.facebook.com/FootballOhh
გამარჯვების შემთხვევაში, საუკეთესო სამხატვრო შედეგის მისაღებად, თქვენი იდეა 3 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:
- მომენტი უნდა უნდა იყოს 2010 წლამდე;
- უნდა შეიძლებოდეს მისი ერთი, ან მაქსიმუმ 2 პერსონაჟით გამოხატვა;
- მომენტი ღირებული უნდა იყოს კლუბის, ქვეყნის ან ფეხბურთის ისტორიისთვის;
მაგალითად: რივალდოს მაკრატელა ვალენსიასთან უდავოდ ღირებულია და “გაუჩომ” რომ მთელი გუნდი კიდევ ერთხელ ცეკვა-ცეკვით მოატყუა – კარგია, მაგრამ ეგრე, მინიმუმ, 1000-ჯერ მოუტყუებია.
ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის ავტორები მზად არიან მჭიდროდ გეთანამშრომლონ, რომ შემოქმედებითი ჟანრი არ დაირღვეს და ოქროს მომენტი, რომლის მხოლოდ ერთი ასლი იარსებებს, ცხადად ღირებული იყოს.
დავიწყეთ!
წარმატებები ყველას!!!