მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მონაკოში 4675 გულშემატკივარი გაჰყვება

“ბარსელონას” მონაკოში 4675 გულშემატკივარი გაჰყვება

პარასკევს მონაკოში გაიმართება ევროპის სუპერთასის გათამაშება, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და პორტუგალიის “პორტო” დაუპირისპირდებიან. მატჩი მონაკოს “ლუი II”–ის სახელობის სტადიონზე შედგება. მოლოდინი დიდია, თუმცა, უნდა აღინიშოს, რომ ექსპერტები ფავორიტად კატალონიელებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონა” რიგით მეორე ოფიციალურ ტიტულს მოიგებს მიმდინარე სეზონში.

კატალონიურ გრანდს მონაკოში 4675 გულშემატკივარი გაჰყვება და საკუთარ გუნდს სტადიონის ტრიბუნიდან გაამხნევებს.

ტრავმის მიუხედავად გუნდთან ერთად მონაკოში გაფრინდება ჟერარდ პიკეც. შეგახსენებთ, რომ პიკემ ტრავმა გუშინ გამართულ ვარჯიშზე მიიღო და იგი სამ კვირას იუქმებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში