“ბარსელონა” ლა ლიგაში სიტუაციის გამოსწორებას განაგრძობს. ამ დროისთვის კატალონიელების მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა, რომლისგანაც გუნდს მხოლოდ 1 ქულა აშორებს. “ბლაუგრანამ” ბოლო 15 ქულიდან 11 მოიპოვა, 3 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
აშკარაა, რომ “ბარსა” იდეალური ფორმისგან ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა, ჩავი ერნანდესის გუნდი 3 სტატისტიკურ ასპექტში მაინც ლიდერობს.
ყველაზე მეტი თავით გატანილი გოლი
“ბარსამ” თავით 8 გოლი გაიტანა, ლა ლიგის ნებისმიერ გუნდზე მეტი. 2-2 თავური გოლი გაიტანეს ლუკ დე იონგმა და არაუხომ, თითო ბურთი კი – დეპაი, პიკემ, ბრეითუეიტმა და ჟუტგლამ.
მეორე ადგილზე “ოსასუნა” იმყოფება. პამპლონელების აქტივში 7 თავით გატანილი გოლია. შემდეგ 6 გოლით მოდიან “რაიო ვალიეკანო”, “ატლეტიკო” და “ბეტისი”.
“ბლაუგრანას” ანგარიშზე 32 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს ბურთების მეოთხედი თავით გააქვთ. “ბარსელონამ” 21 მატჩში თავით უკვე იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც მთლიანად გასულ სეზონში.
ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი
“ბარსელონას” ყველაზე მეტი დრიბლინგის მცდელობა და ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს. 481 მცდელობიდან 274 წარმატებული (0.57%) გამოდგა. “ბლაუგრანას” მოსდევენ “რეალი” (272), “ვილიარეალი” (247), “ესპანიოლი” (226).
წარმატებული დრიბლინგები ასე ნაწილდება: 37 – ფ. დე იონგი; 34 – ეზალზული; 31 – დეპაი, დესტი; 29 – ნიკო; 24 – გავი; 16 – ბუსკეტსი; 14 – დემბელე; 13 – კოუტინიო; 6 – ალბა; 5 – დემირი, 4 – არაუხო, მინგესა; 3 – პუჩი, ფატი, რობერტო, ლ. დე იონგი, გრიზმანი; 2 – ბრეითუეიტი, ჟუტგლა, პედრი; 1 – აგუერო, ტორესი, გარსია, აკომაში, ლანგლე.
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა
ჩავის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ბურთს ყველაზე ხშირად ფლობს. “ბარსას” ბურთის ფლობა თამაშში საშუალოდ 65.22% არის. ხუთეულში ასევე შედიან “სევილია” (61.19%), “რეალი” (60.8%), “ვილიარეალი” (58.8%) და “სოსიედადი” (54.85%).
სტატისტიკური მონაცემები ძალიან ყურადსაღებია, მაგრამ ბარსას დიდი ოფლის ღვრა მოუწევს ოთხეულისთვის. ატლეტიკოსთან კი გვაქვს ერთი ქულით ჩამორჩენა და თუ ვერ მოვუგებთ, მეეჭვება ან მაგათ ან ბეტისს გავასწროთ რომელიც 5 ქულით გვასწრებს. ვინც მაგათ ბოლო თამაშებს უყურებს დამეთანხმება. ამ დროს სოსიედადიც მხოლოდ ერთი ქულით ჩამოგვრჩება. მოკლედ მაგარი გამოცდა ელის ჩავის და ამ ახალგაზრდებს.
აჰჰაჰაა დემბელეს სტატისტიკა და ეს ჯობია ტრაორეს რითი?? ერთი დრიბლინგი ქონდა და ეგეც ელზაამ აჯობააა ჰაჰაჰაა
აქ სასტავი ადამა ტრაორეს აკრიტიკებდა რომელიც კაპიკებში კაპიკებისთვის მოვიდა უყვარს ბარსა და ინგლისში ერთე-ერთი საუკეთესო იყო დრიბლინგში, დემბელეს არაფრით სჯობსო ესაო ისაო აი სტატისტიკა ძმაო დემბელეს უშუალოდ რაც ევალება მაგაშიც ტრაკშია და ეზალზული სჯობს ბევრად, არ თქვად ეზალზულს უფრო მეტი აქვს ნათამაშებიო სულ რაღაც ხუთი თამაში . ასე რომ დემბელე <<ცენზურის დარღვევა>>…
ბურთის ფლობა უნდა დავწიოთ 55-57 პროცენტამდე. ეს მოგვცემს მეტ კონტრშეტევას და მეტ სივრცეს