სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გრძელდება. დღეს, გამთენიას, სამი შეხვედრა გაიმართა.
ეკვადორი 1-1 ბრაზილია
ბრაზილიელებს ფინალური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ეკვადორი კი მესამე ადგილზეა ბრძოლას აგრძელებს. ამ მატჩს განსაკუთრებული ინტრიგა არბიტრმა შესძინა. ვილმარ როლდანმა მე-15 წუთზე ჯერ ეკვადორელთა მეკარე ალექსანდრ დომინგესი გააძევა, 5 წუთში კი ყოფილ “ბარსელონელს”, ემერსონ როიალს, მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა. ათ წუთში ალისონის გაგდებასაც აპირებდა, თუმცა VAR-მა მას გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მატჩის ბოლოს, როლდანმა ალისონს წითელი ბარათი მეორედ აჩვენა, მაგრამ ბრაზილიელი VAR-მა კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
32-ე წუთზე ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად, მოედანზე დანი ალვესი გამოვიდა. მან ეროვნულ ნაკრებში 120-ე შეხვედრა ჩაატარა. ისტორიაში, მასზე მეტი მატჩი მხოლოდ რობერტო კარლოსს (125) და კაფუს (142) აქვთ.
“სელესაოს” შემდეგი თამაში 2 თებერვალს, თბილისის დროით, 04:30 საათზე პარაგვაის წინააღმდეგ ელის.
პარაგვაი 0-1 ურუგვაი
ურუგვაიმ ოსკარ ტაბარესის წასვლის შემდეგ პირველად ითამაშა. რონალდ არაუხომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. 22-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო.
გამარჯვების გოლი ლუის სუარესმა გაიტანა. ურუგვაელებმა 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლეს, თუმცა კოლუმბიასა და პერუს 1 მატჩითა და 2 ქულით ნაკლები აქვთ. ეს ორი გუნდი ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდება.
ურუგვალები მომდევნო მატჩს 2 თებერვალს, თბილისის დროით, 03:00 საათზე ვენესუელას წინააღმდეგ გამართავენ.
ასევე, ითამაშა არგენტინის ნაკრებმაც. “ალბისელესტემ” ჩილე 2-1 დაამარცხა. მათ, ბრაზილიელების მსგავსად, გასვლა განაღდებული აქვთ. ნიკოლას ტალიაფიკომ, რომელიც “ბარსას” სატრანსფერო სამიზნეა, შეხვედრა სრულად ჩაატარა. ლეო მესი კი პოსტკოვიდური დისკომფორტის გამო, ლიონელ სკალონის გამოძახებული არ ჰყავს.
რა საჭირო იყო ვაფშე ამის გამოძახება
ამ დანიელ ალვეშს გაანებეთ თავი თქვე საცოდავებო 🙁 200 მლნ-იანი ბრაზილიას რომ 39 კაცი ეყოლება მოედანზე? ვაი თქვენს პატრონს 🙁
ამ ბრაზილიას რა გაუჭირდა, უკვე გასულია პლეი ოფში და რას აწვალებენ ამ პენსიონერს. ეხლა 2 თებერვალს რო ითამაშებს და მერე სანამ აქ ჩამოვა შეიძლება ისე იყოს გადაღლილი რო არც კი ათამაშოს ჩავიმ ატლეტიკოსთან.
ალიოშას კი შეუძლია მოერეზე გადასვლა მაგრამ კაფუს არამგონია თამაშების რაოდენობით გადაასწროს აწი, არაუხოს რაც შეეხება მარჯვენა მცველად არ უნდა ათამაშონ, ცენტრში გაუვალია