ჟურნალისტ ჟერარ რომეროსა და გამოცემა “Jijantes”-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” სატრანსფერო ბაზარზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და დორტმუნდის “ბორუსიას” კარიმ ადეიემის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. კატალონიურ კლუბსა და 24 წლის გერმანელ შემტევს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამჟამად კლუბებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კონტრაქტის სიტუაცია და ფლიკის ფაქტორი
ადეიემის დორტმუნდულ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ივნისში ეწურება და მას მისი განახლება არ სურს. “ბორუსია” იძულებულია, ფეხბურთელი ამ ზაფხულში გაყიდოს, რათა მომავალ წელს ის უფასოდ არ დაკარგოს. ვინაიდან ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა, სეზონის ბოლო ნაწილში მას სათამაშო დრო შეუმცირეს, რის გამოც მან გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსიც კი დაკარგა.
ინფორმაციის თანახმად, ადეიემი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის პერსონალური მოთხოვნაა. ფლიკი კარგად იცნობს მოთამაშეს, სწორედ მან აუხსნა ფეხბურთელს გუნდის პროექტი და მისი გეგმები. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებში ადეიემის დებიუტი სწორედ ფლიკის დროს შედგა, სადაც მან სადებიუტო მატჩში სომხეთის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.
ტრანსფერის სასარგებლოდ მუშაობს ის გარემოებაც, რომ ფეხბურთელს სააგენტო “Gestifute” წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელი ჟორჟე მენდეში კი “ბარსელონასთან” მჭიდრო კავშირშია, ვინაიდან ის ლამინ იამალის, ალეხანდრო ბალდეს, მარკ კასადოსა და ჟოაუ კანსელუს ინტერესებსაც იცავს.
ტაქტიკური ანალიზი: ნამდვილი აფეთქება თავდასხმაში
ადეიემი გამოირჩევა ფენომენალური სისწრაფითა და ვერტიკალურობით. “ზალცბურგში” თამაშისას მან ჩემპიონთა ლიგაზე, “სევილიას” წინააღმდეგ 45 წუთში 3 პენალტი გამოიმუშავა, ხოლო 2023 წელს “ჩელსის” წინააღმდეგ გატანილი გოლისას 65 მეტრი სულ რაღაც 9 წამში დაფარა.
ადეიემი მემარცხენეა, თუმცა ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. მისი მოსვლა “ბარსელონას” თავდასხმაში რობერტ ლევანდოვსკის წასვლით გამოწვეულ დანაკლისს შეამცირებს. ენტონი გორდონის შეძენის შემდეგ ადეიემის დამატება კლუბს მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, რათა მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იმუშაონ.
გერმანელის მოსვლა პრაქტიკულად გამორიცხავს გუნდში რუნი ბარდჯის დარჩენას, რომელსაც სათამაშო დროის მისაღებად ახალ კლუბს მოუძებნიან. ასევე, კონკურენცია გაეზრდება რაფინიას, თუმცა ბრაზილიელსაც და გერმანელსაც ფლანგების შეცვლა თავისუფლად შეუძლიათ. ფერან ტორესის მომავალი კი კვლავ ბუნდოვანია.
რთული გზა ელიტამდე: მიუნხენიდან დორტმუნდამდე
ადეიემს საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. ის მიუნხენში დაიბადა და 2010 წელს “ბაიერნის” აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა 2012 წელს გუნდიდან დისციპლინის პრობლემების გამო გაუშვეს. მისი კარიერის გადამრჩენელი “უნტერჰახინგი” გახდა, სადაც კლუბის პრეზიდენტი მანფრედ შვაბლი მას სწავლასა და საშინაო დავალებების შესრულებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოედანზე არ უშვებდა.
2018 წელს ის “ზალცბურგში” 3.3 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი ახალგაზრდასთვის გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო. 2020 წელს ავსტრიელებმა “ბარსელონას” 15-მილიონიანი შეთავაზება უარყვეს, თუმცა 2022 წელს ფეხბურთელი “დორტმუნდმა” 30 მილიონად შეიძინა, რათა ერლინგ ჰოლანდის წასვლა დაეკომპენსირებინა. “ბორუსიაში” გატარებულ 4 სეზონში ადეიემამ 146 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასაკი✅ სისწრაფე✅ ტექნიკა✅ ფლამგებზე✅ ცრუ9✅ ფორვარდზე✅ 2 ფორვარდად✅; ფასი✅; 🍆+10🍋 უნდა აწყობდეს დორტმუნდს წესით 20 წლის უნივერსალ შემტევს მეტ სათამაშო დროს მისცემს და ორიცესთვის ასე სჯობს
რა ბარკოლა ხალხო? გგონიათ 80 მილიონიანი ბარკოლა ზამენაზე დაგიჯდებათ? თუ გორდოს სვამთ სკამზე? ან რა ნახეთ ამ ბარკოლაში?
ამ ფასად ძალიან კარგი ბიჭია.. სწრაფია რაც მთავარია და დღევანდელ ფეხბურთში აუცილებელია ეს.. მოიყვანონ აუცილებლად
გავარტყი ტუპოი ნიკო ვილიამსს ბევრად სწარფი ბევრად ტექნიკურია ორივე ფლანგზე კარგად თამაშობს ფორვარდის უკანაც იდიალურია💯💯 მგონი რაფინია წავა
Სიღრმისთვის კარგია ამის მოყვანა. იამალის და რაფინიას ტრავმების გათვალისწინებით საჭიროა ვინგერების მოყვანა, ეს და გორდონი ძალიან დიდ რესურს შეგვმატებენ. Რაც შეეხება ალვარესს კი ცუდი მსოფლიო აქ და პრაიმშიც რომ იყოს 150 მილიონი გადამეტებულია მაგრამ მთლად ფერანის და ოიარსაბალი დონემდე ნუ დაიყვანთ. Ნაკრებში რომ ვერ თამაშობს თავისი მიზეზები აქ არ არის ეგ კაცი ნომინალური ფორვარდი მოედნის ცენტრში მას თავისუფლება შჭირდება და როცა გუნდში მესი გყავს შეუძლებელია ალვარესის ტიპის ფეხბურთელმა თავის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. Გრიზმანსაც ზუსტად ანალოგიური პრობლემა ჰქონდა როცა მესისთან ერთად თამაშობდა ბარსაში. Მარტო არგენტინის თამაშით რატო აფასებთ? Წელს ჩემპიონთალიგაზე ერთერთი საუკეთესო იყო ათი გოლი გაიტანა და ატლეტიკო რომ ნახევარფინალამდე მივიდა ალვარესის დიდი დამსახურებაა. Შეიძლება არ არის ისეთი გოლეადორი როგორიც ოსიმენია მაგრამ ოსიმენისგან განსხვავებით მას შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება. Ბარსელონა სტრუქტურულად გამართული გუნდია სადაც გამოკვეთილი გოლეადორი არ ჰყავს და ალვარესის ტიპის ფეხბურთელის ჰყოლა უფრო გამოსადეგი იქნება ვიდრე ოსიმენის ნაირი ცხრიანის რომელზეც უნდა ააწყო მთელი სათამაშო სქემა. Რეალიც მბაპემდე გუნდურად თამაშობდა არ ჰყავდა გამოკვეთილი ფორვარდი ბელინგემი თამაშობდა ცრუ ცხრიანზე, ცალკე თავისუფლება ჰქონდათ ვინისიუსს და როდრიგოს და შედეგიც დადეს ამით. Მაგრამ მიიყვანეს მბაპე რომელზეც გადაეწყო მთელი შეტევა და ეს ბელინგემი ვინისიუსი ვალვერდე ყველა ჩაიკარგა და მბაპეს თუ არ წაუვიდოდა თამაში რეალი ჩასვრილი იყო ყველგან.
ნაკრებში კი არა, კლუბში ვერ ითამაშა. 8 გოლი აქვს გატანილი წინა სეზონში ლა ლიგაში და ევროპაში განსაკუთრებული სტატისტიკა არსად არ ჰქონია. მაგ 10 გოლიდან თითქმის ყველა ფლეიოფამდე შეყარა ჭ კლასის გუნდებთან.
ამ ბარსას სტილისტიკურად სწორედ ოსიმენი სჭირდება და არა ალვარესი. ოსიმენი არის შავი სამუშაოს შემსრულებელი, ფიზიკურად ძლიერი და მაღალ პრესინგზე მოთამაშე. ბარსელონას სწორედ რომ გამოკვეთილი გამტანი ფორვარდის პრობლემა ჰქონდა წინა სეზონში, რომელიც აპრესინგებს. რეალი კიდე ბარსას სტილზე არ თამაშობს და იქ სხვა პრობლემა უფრო ეგოების თემაა, ვიდრე ტაქტიკის. ოსიმენი კიდე საერთოდ არაა ისეთი ფორვარდი რომელზეც თამაში უნდა ააწყო.
Ჩემპიონთალიგა ძალიან კარგი ჰქონდა ალვარესს უმნიშვნელო თამაშებში როგორ გაიტანა მარტო როცა ჩვენ გაგვიტანა საჯარიმოდან რომელიც საბოლოოდ გარდამტეხი გამოდგა ან რეალს თუნდაც ლალიგაში ხუთით ორი რომ მოუგო. ალვარეს და ოსიმენს ერთმანეთს არ შევადარებ საერთოდ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან. ალვარეს უპირატესობას მხოლოდ იმიტომ ვანიჭებ რომ ვფიქრობ ბარსელონას ცრუ ფორვარდი უფრო შჭირდება ვიდრე ნომინალური ცხრიანი და ფლიკიც აშკარად მაგ პოზიციას იზიარებს
რატო ხართ ძმაო უკმაყოფილო,ეს ყვრლაფერზე დასხმა რა გევასებათ სიმონ. დაიწერა რო 9 -ზე არ იმოქმედებს ეს ტრანსფერიო და მოსასწრებია სანამ ვინმე წაიყვანს. მაგარი იგრომია,მაგარ იაფ ფასად და თან ფლიკის კაცია. სულ რო არ მოათრიონ ალვარესი ბევრად არაფერს ვიზარალებთ. მცველს კიდე აზრი არააქ,სანამ ეს ამოწეული ხაზი იქნება და ამ ხაზში ესენიც კი თამაშობენ…0
ამიტომ არავის უნდა აქ შემოსვლა აშკარად რა აზრი აქ ყველაფერზე ასხავენ და იმენა შესცეს ამ ალვარეს რაა დიდად ატ მჯერავს მაგის დიდი იგროკობის… ის 19 წლის ბორმუნთის ფორვარდი უფრო კრეატიული და უფრო მეტს იზამს ვიდრე ეგ და 100 მილიონად ინანებენ რომ არიყიდეს
აჰა კიდევ ერთ ადამიანს მიაჩნია, რომ დაცვის გაძლიერებას აზრი არ აქვს😕 გავაჯმეინოთ მაშინ ფლიკს მაგის დედაც, თუ ისეთი სტილი მოიტანა,რომ იმინა აზრი არ აქვს მარტინი იდგება დაცვაში თუ ახალგაზრდა პაოლო მალდინი და მაინც ნებისმიერი კარგი გუ დი ხუთჯერ უნდა გადიოდეს პირისპირ ჩვენ მეკარესთან😕 გვღუპავს ბრატცი ეს გერმანელი და ვერ გაგვიგია. ადამიანმა ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი გუნდი შექმნა, რომელსაც დაცვაში ვინ თამაშობს აზრი არ აქვს. არ ვიცი მართლა მაგიჟებს, იმინა ჭკუიდან გამოვყავარ ამ არგუმენტს☹️☹️☹️
შენ არ ვიცი რა გაგიჟებს და რა არა მარა მე რასაც ვბაზრობ იმაზე ჩემი არგუმენტებიც მაქვს. მალდინის თამაში არ მგონია გენახა მარა თუ გინახავს ისიც გეცოდინება რა სტილში დაფრინავდა. ან ფლიკის აჯმეინება რატოა გასაკვირი,ბაიერნიდანაც აასხმეინეს და გერმანიიდანაც. მე კი სრ ვიძახი საჭიროათქო,მარა ვუშვებ რო ფლიკის უნარები ლიგისთვის შეიძლება არ გვეყოს. ყველანკომენტარში ვწერ მცველზე მარა იდეაში გადამწყვეტი აზრი არ აქვს თუ ასე მაღლა იქნება ცენტრში დაცვის ხაზი. ლუბოიი საშუალო დონის ნახევარმცველი ან ათიანი დაგიტოვებს ერთი ერთზე მეტოქის ფორვარდს(თუ სწრაფია ხო ვაფშე). ესპანეთსაც მაღლა აქვს ხაზი მარა მასე მოტიტვლებული არა,პრესინგსაც საკაიფოსს თამაშობენ და ფლიკმაც შეიძლება გადააფასოს რაღაცები.
რავი ამაში 40 ის გადახდას 80 ბარკოლაში არ ჯობია? კასადო+ ბარჯიში თუ გაცვლიან და ბარჯის უფლებების 20% დაიტოვებენ იდეალური იქნება. იასნია ამას ვერ იზავენ ისე ვამბობ ჩემთვის.
ლაპორტას დდშვ ბიჯო, ესენი რა ღლეები არიან, იამალის ზამენა კიარა ფორვარდი მცველი და ჩამშლელია მოსაყვანი და ესენი ღლე ზანგებს დაზდევენ. ბუნდესლიგაში 7 გოლი გააქვს სეზონში და ბარსელონაში რა უნდა ქნას? ზანგების დრაკის ლოკვის პოლიტიკა როდის უნდა დამთავრდეს?
კასადოში გაცვალონ
პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა დორტმუნდმა. 20 მლნ შესთავაზეს და თურმე 40 უნდათ 🙄
ძაან კაია. მცველი გვინდა გამოცდილი უეჭველი. ნუ შეიყეს ამ ალვარესით. ეხლა რასაც თამაშობს 100 მილიონიც ზედმეტია მაგაში.
რამდენჯერ დავწერე ადრე ჩვენი სტილის კაციათქო მოიყვანეთ!!!! პასი ხედვა აქვს უსწრაფესია დარტყმაც აქვს და გოლის ალღოც.სალტოებსაც აკეთებს 😂👌🏻
აქ ჩამოწერეს უკვე 24 წლის ასაკში😅😅😅რაში გვჭირდებაო მაინცდამაინც 150 მილიონი უნდა მიათხლიშონ ალვარესში რომ ამათ გაუხარდეთ და მერე უყურონ ჩაჯმულ გრიზმანის რიმეიქს🤣🤣🤣
ალვარესი რა ამაზე ახალგაზრდაა?
იამალის რეზერვისტად თუ მოჰყავთ კიბატონო, ძირითად ფორვარდად ეს ნამდვილად არ გამოდგება
ჩამი აზრით კარგი ტრანსფერია,ჯერ კიდევ ახალგაზრდაა,ფლიკმა იცის რისი მაქნისია,რექტიულად ჩქარია.უტვინო იგროკიც არაა ტექნიკურად კაია. ფასი კიდე მალე უმთავრდება და წესით 30-40 მდე მაქსიმუმ. იდეალური გამოდის სიღრმისთვის. იმედია კიდე მოიყვანენ ფორვარდს და წინ აღარავის გაუშვებენ.ნუ რიმც არ მოიყბანონ ჯანდაბას,ერთი კაი მცველი გაასწორებდა.ატუ წინ მარტო რაშფორდი წავიდა და კიდე მოიყვანეს ამას გარდა,რესურსი იქნება მაგრად…
წლების წინ ერთი სული მქონდა ეს მოეყვანათ და ბორუსიამ აგვახია, როგორც მახსოვს მაგ დროს ტოპ ამომავალ ტალანტად ითვლებოდა. ახლა მართლა არ ვიცი როგორი ფეხბურთელია მაგრამ ხარახურა ხალხის მოყვანას ნამდვილად ჯობია და მე მივესალმები ამის მოსვლას უბრალოდ რა უბედურებაა საშუალო დონის სტრაიკერიც, რომ ვერ მოყავთ ამ უბედურებს რა გახდა ერთი სტრაიკერი.
მოკლედ ეს ბიჭი მართლა მომწონდა და სულ მეფიქრებოდა იქმებ ბარსამ იყიდოს თქო, თუმცა ისე გაუჩინარდა გასულ სეზონში საერთოდ არც კი მახსოვდა რომ ადეიემი არსებობდა, არა და მართლა კარგი იყო ერთ დროს…სანამ პესიმისტურად განვეწყობი მანამ ამის იმ კარგ წარსულ პერიოდებს გავიხსნებ და გადავავლებ ამის ჰაილაითებს თვალს, იმედია გამოგვადგება, ჯანსაღ კონკურენციას კიდე მივესალმები, ჩემი აზრით ზუსტადაც რომ საჭიროა კლუბში დიდი კონკურენციის ქონა სხვანაირად არ იქნება წარმატება, იმედი მაქ ამის ტრანსფერს ეგ დსტვირთვა აქვს, თან ტრავმებსაც თუ გავითვალისწინებთ და ზოგადად გასულ ორ სეზონს თუ გადავხედავთ ერთი მთავარი კაცი როგკორც კი დაგვაკლდებოდა გუნდს ძალიან უჭირდა.ამ გადმოსახედიდან სწორად შევაფასებდი ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯებს, ადეიემის სახით 👌💙❤️
რა თქმა უნდა, არანაირი ალვარესი ან ტოპ ფორვარდი არ იქნება მოყვანილი. სეზონის ბოლოს იტყვიან ფლიკის მოთხოვნა იყო ძმაო და აბა რა გვექნა, თორემ ჩვენ კი გვინდოდა ალვარესი :დ დიდი ალბათობით ფლიკს უთხრეს ტოპს ვერ მოგიყვანთ და ვინმე ჩამოწერილი ჯართი შეგვიძლია დავდოთო. საბრალო ფლიკმა თუ მასეა საქმე აგერ ის თავბუჩქა მომითრიეთ ნაცნობი ჯართი მირჩევნია უცნობსო )))
და შენ გგონია გაპიარებული ალვარესი ტოპია?? ტოპი არის ჰ ა ლ ა ნ დ ი 👌 მაგის ყიდვის ტრაკი კიდე არასდროს არავის ექნება თავად თუ არ მოინდომა… ალვარესი კიდე დიდად მეეჭვება რომ გაამართლებს გრიზმანის რიმეიქია და თუ გადმოეთრა აგერ ნახავთ გინებას რომ დაუწყებთ 150 მილიონიანი იგროკი ოქროს ბურთე უნდა იწეოდეს
რატო გონია რო ჯართია სეზონის პირველი ნაწილი საკმაოდ კარგად ითამაშა დორტმუნდში ძირითადშიც იყო ახალი წლის მერე კონტრაქთის გახანგრძ₾ივება შესთავაზა დორტმუნდმ და უარი უთხრა მაგის გამო აითვალწუნეს და სჯიდნენ გადასვევს სკამზე
საინტერესოა ეს ბარსასი სულ მინდოდა უაზრო ფეხბურთელი არარის და რაც შეუძლია ფლიკიმა კაგრად იცის მის ხელში კი საკმაოდ კარგად ათამაშდება ეგაა რომ ესპანეთი რას იზამს ამ ხეპრე კლუბებთან თუმცა ალვარეს რა ნაკლებად გაუჭირდება ბარსელონაშიი ვერც გრიზმანი გაიხსნა ფაქტი სახეზეა