workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი და ჟორდი კრუიფი დემბელეს აგენტს შეხვდნენ | MD

ჩავი ერნანდესი და ჟორდი კრუიფი დემბელეს აგენტს შეხვდნენ | MD

ესპანური მედია უსმან დემბელეს სიტუაციასთან დაკავშირებით ახალ ცნობებს ავრცელებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორის, მატეუ ალემანის მრჩეველი, ჟორდი კრუიფი, ფრანგის აგენტს, მუსა სისოკოს შეხვდნენ, რათა გამოსავალი ეპოვათ (თავად ალემანი კორონავირუსის გამო, შეხვედრას ვერ დაესწრო).

წყაროს ცნობით, დემბელეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის სურვილი “ბარსაში” დარჩენაა, რის გამოც კლუბი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მიუხედავად ამისა, კატალონიელები საკუთარ პოზიციას არ ცვლიან და, იმ შემთხვევაში, თუ უსმანი მიმდინარე კვირაში კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, “ბარსელონა” მის 31 იანვრამდე გაშვებას ნებისმიერ ფასად შეეცდება.

ჟერარ რომერო კი იმ შესაძლო სცენარზე წერს, რომლის მიხედვითაც, დემბელე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და კლუბში დარჩება. ჟურნალისტის ცნობით, ამ შემთხვევაში, “ბარსას” სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გაფორმების საშუალება ექნება – ჩავი ერნანდესს თავდამსხმელსა და მცველს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევს.

განახლება: ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, ჩავიმ გუშინდელ შეხვედრაზე დემბელეს აგენტს მკაფიო გზავნილი გადასცა: “თუ უსმანი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ან კლუბს ახლა არ დატოვებს, ის “ბარსელონას” მაისურს ვეღარასდროს მოირგებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 იან 2022, 16:45

    კარგია რო იბარგება, თუ კიდევ არ იტყუება ეს მაიმუნი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 იან 2022, 22:14

    ჩავის ნამდვილად აღარ ენდომება დემბელე ბარსაში