workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ალვარო მორატაზე ისევ ფიქრობს

ბარსელონა ალვარო მორატაზე ისევ ფიქრობს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ როჟერ ტორელიოს ინფორმაციით, ალვარო მორატას “ბარსელონაში” ტრანსფერი ისევ აქტუალური ხდება. 

მას შემდეგ, რაც მორატას კლუბებთან (ის “ატლეტიკოს” საკუთრებაშია და იჯარით “იუვენტუსში” თამაშობს) მოლაპარაკებები გართულდა, “ბარსას” ხელმძღვანელები შეჯერდნენ იმაზე, რომ ტრანსფერი გადაეფიქრებინათ და ყურადღება მთლიანად ერლინგ ჰოლანდზე გადაეტანათ, რომლის შეძენისთვის ბრძოლა ტოპ კლუბებს შორის გაზაფხულიდან დაიწყება. 

ანსუ ფატის ტრავმის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა – “ბარსელონას” 10-იანი ამ სეზონში დარჩენილ მატჩებს სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გამოტოვებს, რაც “ბარსას” ისედაც მწირ შეტევით რესურსს კიდევ უფრო დაასუსტებს. შესაბამისად, ჩავი ერნანდესი მორატას მოყვანის აუცილებლობას ისევ ხედავს. 

დიდი ალბათობით, ამ სეზონში ჩავის უსმან დემბელეც აღარ ეყოლება, რომელიც სასჯელის სახით განაცხადში ვეღარ ხვდება. კატალონიური კლუბის პრიორიტეტი მისი გაყიდვაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 24 იან 2022, 16:55

    ციტატა: Sergio5
    მორჩა ტრანსფერები მალე ქენით
    აუცილებლად გვჭირდება გამოცდილი ხალხი, თუნდაც მორატა


    ისე ამ მორატას კავანი ნამდვილად აჯობებდა.

  • El pistolero 9
    schedule 23 იან 2022, 22:57

    გადმოიყვანონ. კი არ მომწონს ეს მაგრამ ვინ გვყავს ამაზე კარგი?

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 იან 2022, 16:21

    ციტატა: Davita
    ლაპორტა მოგიხან ოჯახი. გამოხვალთ აქ პროფესორები და ბართომეუს აგინებთ, ტიპმა ყველა იყიდა ვინც მწვრთნელმა ისურვა, ახლა ვუყუროთ ეზალზულებს და ტორესებს შეტევაში, ვილუცოთ ფატი როდის დაბრუნდება, მერე 2 ჯერ ითამაშებს და ისევ აილეწება. დაგვპირდება ჰოლანდს და მოგვიყვანს თამაშგარე ლუზერ მორატას


    შენ თუ ვერ ხვდები ბართომეოს ხალხი რატო აგინებსდა არ ვიცი რა გითხრა, მწვრთნელა რაც უთხრა მოიყვანაო, მერე იმხელა ფასებს იხდიდა, მერე უაზროდ დიდ კონტრაქტებს უნებდა, მერე ამ კონტრაქტებში ისეთი პუნქტები იყო რომ ყოვერ 15 თამაშში კიდევ ფული უნდა გვეხადა, მერე უნიშნავდა ასტრონომიულ ხელფასს, მოჰყავდა @ლე მწვრთნელები, აკადემია დაიკიდა და ვიღაცა გომეშები და დესტები მოათრია, ისე ატრაკებდა რომ მესისაც კი წასვლა მოუნდა, ჩავის მაგისი პრეზიდენტობის დრონ არ უნდოდა მოსვლა, სუარესი მაგ სლემ 6 მილიონად გაყიდა, და მაგის მერე აგინებ ლაპორტას რომელიც 2003 წელს მოვიდა და დანგრეული გუნდისგან გააკეთა საუკეთესო გუნდი, რაც ეგ წავიდა მაგის მერე დაიწყო გუნდის მოსპობა, ახლა რომ ვალებში ვართ და უფასოდ მოსული ხალხის დარეგისტრირებაც გვიჭირს ეგ არაა ლაპორტას ბრალი, მესი რომ გაუშვა ეგ არის მაგისი ბრალი, გრიზმანი კი უნდა გაეშვა, ტიპი ბობოლა @ლე იყო ბარსაში

  • Truxilio
    schedule 23 იან 2022, 15:18

    ამ სიტუაციაში თუნდაც მორატა ჰაერივით არი საჭირო …

  • datio
    schedule 23 იან 2022, 13:49

    LM10RG10,
    სეხიავ,
    არ ხარ ბოლომდე მართალი – 3 წელი ითხოვდა ვალვერდე მარცხენა გარემარბს (ვინგერს) და არ მიუყვანეს.
    მალკომი ვის რა დუნდოდა, ზუსტად მესის პოზიციაზე თამაშობდა, უბრალოდ როგორს პსჟ-მ გაამწარა, ვითომ ისე უქნა რომას და არაფრის გამო გააფუჭა ურთიერთობა რომასთან.
    გრიზმანის აჩემება. ვერც ერთი ნორმალურ ცენტრალური მცველი ვერ მოიყვანა (უმტიტის გარდა და ისიც არაფრად ვარგა უკვე წლებია). შემქმნელი ნახევარმცველი ვერ მოიყვანა.
    ერთადერთი ფულის დახარჯვა არ ენანებოდა და ჰა, კი გაჭედა გუნდი კრიზისში. აუდიტმა დაასკვნა 20%-ზე მეტი არ იყო კორონავირუსის კრიზის ბრალი, დანარჩენი პრობლემები ისედაც მოხდებოდა. სულ განვადებით ყავდა ნაყიდი ხალხი და სხვა კლუბებთან აფუჭებდა ურთიერთობას – რომა, ლივერპული, ატლეტიკო…

    მეც ძალიან მინდა ბარსელონას მალევე ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ეს სეზონი ძალიან პრობლემური იქნება. მთავარია ოთხეულში გასვლა. მაგ მხრივ თასიდან გამოვარდნა კარგიც კი შეიძლება გამოდგეს, ისედან შმეადგენლობა არ გვყავს ფაქტობრივად

  • Davita
    schedule 23 იან 2022, 13:06

    ლაპორტა მოგიხან ოჯახი. გამოხვალთ აქ პროფესორები და ბართომეუს აგინებთ, ტიპმა ყველა იყიდა ვინც მწვრთნელმა ისურვა, ახლა ვუყუროთ ეზალზულებს და ტორესებს შეტევაში, ვილუცოთ ფატი როდის დაბრუნდება, მერე 2 ჯერ ითამაშებს და ისევ აილეწება. დაგვპირდება ჰოლანდს და მოგვიყვანს თამაშგარე ლუზერ მორატას

  • LM10RG10
    schedule 23 იან 2022, 12:24

    დეპაი დეიონგი ტორესი უნდა იყოს წინ,ჟუტგლა და ეზალზული აღარ გაეკარონ ძირითადს😏

  • Sergio5
    schedule 23 იან 2022, 12:23

    მორჩა ტრანსფერები მალე ქენით
    აუცილებლად გვჭირდება გამოცდილი ხალხი, თუნდაც მორატა