workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალენსიას მწვრთნელი: ეჭვი არ მეპარება, რომ ხოსე გაია დარჩება

ვალენსიას მწვრთნელი: ეჭვი არ მეპარება, რომ ხოსე გაია დარჩება

მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი მიზანია. კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, უპირატესობას ხოსე გაიას შეძენას ანიჭებს, რომელიც “ვალენსიას” კაპიტანია და ალემანზე კარგი შთაბეჭდილება მაშინ მოახდინა, როცა ჟოან ლაპორტას მომავალი თანაშემწე ამ კლუბის ხელმძღვანელთა შორის იყო. 

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასის თქმით, გაიას ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია და დიდი ალბათობით ის კლუბში დარჩება. 

ეს ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ვფიქრობ, გაია კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, თუ ბოლო წუთზე რამე განსაკუთრებული არ მოხდა. 

– აცხადებს ბორდალასი. 

ხოსე გაია “ვალენსიას” აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც მთლიანად “ღამურების” რიგებში აქვს გატარებული. მისი ოფიციალური დებიუტი 2012 წელს, 17 წლის ასაკში შედგა, 2014/15 წლების სეზონიდან კი ის ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 22 იან 2022, 11:23
    #9

    " ეჭვი არ მეპარება, რომ ის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, თუ ბოლო წუთზე რამე განსაკუთრებული არ მოხდა"
    ფეხბურთში ბოლო წუთი წყვეტს ყველაფერს.

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2022, 19:16
    #8

    ან ეს ან გრიმალდო სასწრაფოდ მოსაყვანია ალბას ატანა აღარ მაქვს უკვე

  • El pistolero 9
    schedule 21 იან 2022, 19:12
    #7

    ანხელინიოც კარგი ვარიანტია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 იან 2022, 18:48
    #6

    აი ალბა უკვე წყევლასავითაა გუნდში,მოიშორონ და ან გაია, ან გრიმალდო,ან ტეო მოიყვანონ

  • Maradona
    schedule 21 იან 2022, 18:27
    #5

    არა ბიჭო ბორდალასი იმას იტყოდა წასვლა უნდაო

  • Albicelecte
    schedule 21 იან 2022, 18:20
    #4

    ციტატა: La Pulga10
    კიბატონო გრიმალდოც კაი ვარიანტია


    გრიმალდო ალბას გამო წავიდა;
    კუკურელიაც, მირანდაც, დინიც (ნუ ვარსკვლავებს არ წყვედტდა, მაგრამ მაინც)
    როდესაც ფლანგზე გაგასაზიზღრებენ, მაგრამ მაინც გარატირებული გაქვს ადგილი მომდევნო შეხვედრებში, ესე იგი კონკურენცია არაა
    კონკურენცია სადაც არაა, იქ არც პროგრესიაა არც შედეგს უნდა ველოდეთ

  • ROUCH
    schedule 21 იან 2022, 18:19
    #3

    ტეოს უნდა მილანის დატოვებაო. მილანში აშკარად მოიხოდა ეგ ბიჭი და რომელი ჯობია ისე რო რამე იაფი არც ეს ეღირება და ვინ იცის რეალიდან ასე გაბუნძულებულმა აქ მოსვლით შურიც იძიოს

  • La Pulga10
    schedule 21 იან 2022, 17:37
    #2

    კიბატონო გრიმალდოც კაი ვარიანტია

  • LM10RG10
    schedule 21 იან 2022, 16:43
    #1

    ხოდა გრიმალდო დააბრუნეთ მაშინ!