ს/კ “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტიტო ვილანოვასა და ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ სანქციებს გაატარებს.
სანქციები განსხვავებული იქნება ორივე მწვრთნელისთვის. მოურინოს დააჯარიმებენ სერიოზული, ხოლო ვილანოვას შედარებით მცირე დარღვევისთვის.
დისციპლინარული კოდექსის შესაბამისად ფედერაციის კომიტეტი ოთხიდან ათ მატჩამდე დისკვალიფიკაციას და ფულად ჯარიმას 600–დან 3000 ევრომდე მიუსჯის პორტუგალიელ სპეციალისტს. ვილანოვა კი შესაძლოა დაჯარიმდეს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ევროთი.

კლუბებს 10 დღე აქვთ წინასასარამრთლო განცხადებების წარდგენისთვის.
საჯარიმო სანქციები გატარდება ფეხბურთელების მიმართაც. დავიდ ვილიას, მესუთ ოზილსა და მარსელოს სუპერთასზე ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიენიჭებათ.
