მინო რაიოლა ბარსელონას მაზრაუის სთავაზობს

მინო რაიოლა ბარსელონას მაზრაუის სთავაზობს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მინო რაიოლა “ბარსელონას”, “აიაქსის” უკანახაზელს, ნუსაირ მაზრაუის სთავაზობს.

თავის მხრივ, “ლურჯ-ბროწეულისფერები” მარჯვენა მცველის დამატების წინააღმდეგნი არ იქნებიან, ვინაიდან, დანი ალვესი ასაკშია, სერჟინიო დესტს კი ჩავი ერნანდესი არ ენდობა.

მაროკოელ ფეხბურთელს ამსტერდამელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ბარსას მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    20 იან 2022, 01:56

    რეალურად დაცვაში ესეც არაა მალდინი, მაგრამ შეტევას კარგად ამწვავებს. ისე ემერსონი იმენა ფულის საკეთებლად გამოიყენეს და ვფიქრობ ეგ ბიჭი იმსახურებდა შანსს

  • M10 S9 D11
    20 იან 2022, 00:23

    უფასოდ კარგი ვარიანტია

  • me da barca
    19 იან 2022, 23:56

    თუ ამის აგენტი რაიოლაა, მაშინ უფასოდ არ იქნება. ზუსტად მაგას გამოიყენებს სათავისოდ და კარგ მაყუთსაც მოხევს. ბარსასთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, ვის გადაუხდის, რაიოლას, კლუბს თუ ბაბუამისს.

  • Davita
    19 იან 2022, 22:31

    არამგონია ამან გაამართლოს, აიქსში დესტიც მაგარი იყო მარა ბარსაში გამოჩნდა რომ ღლესტია, ვინმე სერიოზული გვინდა

  • EL MAESTRO 6
    19 იან 2022, 22:10

    უფასოდ თუ დავიმატებთ მშვენიერი იქნება, ამას დამატებული აზპილიკუეტა , გაია , ერთი ცენტრალური მცველი და რათქმაუნდა ჰოლანდი გვინდა