workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: იანვარში მორატას ტრანსფერი გამოირიცხა

MD: იანვარში მორატას ტრანსფერი გამოირიცხა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” მიმდინარე იანვარში ალვარო მორატას შეძენა გამორიცხა. 

ტრანსფერისთვის საჭირო იყო, “იუვენტუსს” ესპანელი ფეხბურთელის სათანადო შემცვლელი მოეძებნა, “ბარსელონას” კი მადრიდის “ატლეტიკოსთან” (მორატა “ატლეტიკოს” საკუთრებაშია) სრული შეთანხმებისთვის მიეღწია, თუმცა ვერცერთი პირობა ვერ შესრულდა. 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდით გაძლიერება ჩავი ერნანდესის სურვილი იყო, მაგრამ მადრიდის “რეალის” ყოფილი მოთამაშის დამატება, როგორც ჩანს, შეუძლებელია. თავად მორატას “ბარსაში” თამაშზე თანახმა იყო. 

სავარაუდოდ, “ბარსელონა” თავდამსხმელის ძიებას არ შეწყვეტს, თუმცა ლუკ დე იონგის ბოლოდროინდელი ფორმის გათვალისწინებით (რამაც ჩავი ერნანდესი მოხიბლა), გამორიცხული არაა, კლუბმა სეზონის ბოლომდე ნიდერლანდელი ფეხბურთელი შეინარჩუნოს, შემდეგ კი სრულად ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე გადაერთოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • პავლოვიჩი56
    schedule 15 იან 2022, 12:43

    ჰოლანდი თუ ბარსელონაში მოდის(რაც ძალიან მეეჭვება), მორატა რაშია საჭირო? ეს იგივეა,"ლენდ კრუიზერ პრადო"-ს ყიდვას აპირებდე და "ნივა" მოგწონდეს.

  • nika 54
    schedule 15 იან 2022, 10:39

    ძალიანაც კარგი. ფატი თითქმის დაბრუნდა, ბრეითვეიტიც დაბრუნდება, დეპაიც. ტორესი გვყავს ისე რომ ოთხეულში უპრობლემოდ მოვხვდებით, ზაფხულში კი ლაპორტამ გვაჩვენოს რისი შნო აქვს. მოიყვანს ჰოლანდს გვეშველება. სხვა ვარიანტები ჯერ ჯერობით არ განიხილება. ესაა ნომერი პირველი.

  • El pistolero 9
    schedule 15 იან 2022, 00:58

    მე პირადად მესიამოვნა ამ ნიუსის წაკითხვა. გამოდის აღარ იყიდიან ამას. ზაფხულში ჰალანდს ველოდებით ყველა და ამას არ შემოგვტენიან იმედია

  • rivaldo80
    schedule 14 იან 2022, 22:22

    რეალის ფეხბურთელი ვაბშე რატო უნდა მოიყვანო გაუგებარია ჩემვთვის ნუ კაი რაღაცა სასწაული თუა კიდე ხოო და მორატაა ტანჯულაა

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 იან 2022, 21:59

    ძაანაც კარგი,ამ ზამთარში გაიაზე იჩალიჩონ თორემ ალბა არაფრედ ვარგა

    ციტატა: Memphis Depay

    ციტატა: Moriba
    2 წლის წინ, ამ დღეს, კიკე სეტიენი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 🔙 თითო დედისტ@@ნა დავუწეროთ კიკეს❤


    ეგრევე ხავი უნდა მოეყვანათ მაშინ და ახა სულ სხვა ბარსა იქნებოდა უკვე, მგონია რო მაგრად მოვიხოდებით მომდევნო სეზონში.


    ხავის არ უნდოდა ბართომეოს პრეზიდენტობის დროს მოსვლა, და ლაპორტას რომ კუმანი გაეშვა თავიდანვე და ჩავი მოეყვანა ეგ მართლა კარგი იქნებოდა

  • La Pulga10
    schedule 14 იან 2022, 21:46

    აბა ზაფხულში რაღა ტრაკში სათხრელად გვინდა.დაცვას მიხედეთ დაცვას,გაიას ეხლავე ვერ დავითრევთ ნეტა?ან ლისანდრო მარტინესს.

  • Memphis Depay
    schedule 14 იან 2022, 21:41

    ციტატა: Moriba
    2 წლის წინ, ამ დღეს, კიკე სეტიენი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 🔙 თითო დედისტ@@ნა დავუწეროთ კიკეს❤


    ეგრევე ხავი უნდა მოეყვანათ მაშინ და ახა სულ სხვა ბარსა იქნებოდა უკვე, მგონია რო მაგრად მოვიხოდებით მომდევნო სეზონში.

  • me da barca
    schedule 14 იან 2022, 21:09

    განგებასაც არ უნდა ეს, რომ მოხდეს. დარჩი სადაც ხარ.

  • Moriba
    schedule 14 იან 2022, 21:00

    2 წლის წინ, ამ დღეს, კიკე სეტიენი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 🔙 თითო დედისტ@@ნა დავუწეროთ კიკეს❤

  • ROUCH
    schedule 14 იან 2022, 20:13

    ძაან კაი ამ ზამთარს ზედმეტი ტაკოს თამაში არაა საჭირო შეინახონ ეგ ფული ჰალანდისთვის გოლის გამტანი არა გვყავს გუნდში

  • NEYBarca
    schedule 14 იან 2022, 19:52

    ნუ ზესონის ბოლომდე აპირებდნენ იჯარას და დიდად ამის მოყვანა არ შეცვლიდა იმ ფაქტს რო ზაფხულში ლაპორტა ჰალანდზე გაიწევას აპირებს.

  • Andria
    schedule 14 იან 2022, 19:46

    სეზონის ბოლომდე გავქაჩავთ როგორმე კაცო ზედმეტი თავისტკივილია ჯერ მოყვანა მერე გაყიდვა მივატანთ ზაფხულამდე და მერე ჰალანდიიი 🌪

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 14 იან 2022, 19:44

    ძალიან გასახარი ამბავია, საუკეთესო ამბავი ის იქნება თუ სეზონის ბოლომდე ლუკი დარჩება და მერე ჰოლანდი მოვა❤️